კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: ოქტომბერი 2024

  • Home
  • გიორგი მათეშვილი

გიორგი მათეშვილი

გიორგი მათეშვილი (დ. 17 ნოემბერი, 1900, სოფელი მაღარო — გ. 23 ნოემბერი, 1973, თბილისი) – კარდიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1962), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1960). 1926 წელს დაამთავრა…

გიორგი მესტიაშვილი

გიორგი მესტიაშვილი (1898-1968) მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940). ფთიზიატრი, მეცნიერული და პრაქტიკული ფთიზიატრიის ერთ-რთი ფუძემდებელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1924 წელს. 1938-1968წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ტუბერკულოზის…

კონსტანტინე მიქაბერიძე

კონსტანტინე მიქაბერიძე (1866-1945) ექიმი, თერაპევტი. საქართველოს დამსახურებული ექიმი, საზოგადო მოღვაწე, დაიბადა ქ. ქუთაისში. 1893 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. მუშაობდა თბილისში ვლადიკავკავის პოლკის ექიმად, ფოთში სამხედრო ლაზარეთის გამგედ, გიმნაზიის ექიმად.…

თორნიკე მოსეშვილი

არქიმანდრიტი თორნიკე მოსეშვილი (1916-2007) მოწამეთას მონასტრის წინამძღვარი. მამა გაგი უფლის სიყვარულისთვის არაერთგზის ეწამა. კომუნისტები აიძულებდნენ, ღმერთს განდგომოდა, გულიდან ჯვარი მოეხსნა. ის კი მაცხოვრის გზას მიუყვებოდა… წამებამ ფიზიკურად გატეხა და მძიმედ…

გია მოსეშვილი

გია მოსეშვილი (1967-1991) სამაჩაბლოს ომის გმირი. 1991 წელს ცხინვალში ბრძოლისას დაეცა. თანამებრძოლებთა გადმოცემით ერთ-ერთი შეტაკებისას გია მოსეშვილმა თივის ზვინის უკან დაიკავა პოზიცია და მტერს თავის გამოყოფის საშუალებას არ აძლევდა. ავტომატის…

ვარლამ მოსეშვილი

ვარლამ მოსეშვილი (დ. 1871, გუბი — გ. 1943, თბილისი, საქართველოს) ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 1898 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1910-1911 წლებში მივლინებული იყო პარიზში. 1918 წელს აირჩიეს ხარკოვის…

ნიკოლოზ მოსეშვილი

ნიკოლოზ მოსეშვილი (1913-1987) საქართველოს დამსახურებული არტისტი. 1930-1932წწ. მსახიობად მუშაობდა თბილისის მუშა-ახალგაზრდობის და 1936-1956წწ. თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის თეატრებში. იყო ქართული საოპერო თეატრისა და ესტრადის პოპულარული მსახიობი. გამოირჩეოდა ხალასი ნიჭით,…

იასონ მოსეშვილი

იასონ მოსეშვილი (დ. 1874, გუბი — გ. 1968, თბილისი) ქიმიკოსი, პროფესორი (1920). 1902 წელს დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება და დატოვებული იქნა ქიმიის კათედრაზე. 1919 წელს მოიწვიეს თბილისის…

გელა მუხაშავრია

გელა მუხაშავრია (დ. 10 დეკემბერი, 1938, თბილისი, — გ. 28 ივლისი, 2020) მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს კოლოპროქტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. თბილისის საპატიო მოქალაქე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1964-1970…

ნიკოლოზ ჩაჩავა

ნიკოლოზ ჩაჩავა (დ. 26 ივნისი, 1901, ქუთაისი — გ. 14 აგვისტო, 1974, თბილისი) პოეტი, ჟურნალისტი. დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. ლექსების წერა ქუთაისში…