კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: ოქტომბერი 2024

  • Home
  • სანდრო ეული (ალექსანდრე ქურიძე)

სანდრო ეული (ალექსანდრე ქურიძე)

სანდრო ეული (ალექსანდრე ქურიძე) (1890-1965) – პოეტი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. მშობლიურ სოფელში დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, შევიდა ოზურგეთის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, მაგრამ მოსწავლეთა გამოსვლებში მონაწილეობისათვის გარიცხეს და მხოლოდ 1907 წელს…

შოთა ქურიძე

შოთა ქურიძე (1917-1989) საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და კრიტიკოსი. ლადო ასათიანის უახლოესი მეგობარი. არაერთი წიგნისა და კრიტიკული წერილების ავტორი წლების განმავლობაში გაზეთ “აჭარის” რედაქტორად მუშაობდა. ხელმძღვანელობდა ასევე აჭარის ჟურნალისტთა კავშირს. დაკრძალულია…

გიორგი სანაია

გიორგი სანაია (დ. 24 თებერვალი, 1975 — გ. 26 ივლისი, 2001, თბილისი) ტელეჟურნალისტი. დაიბადა 1975 წელს, სამეგრელოში. შემდგომში საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1997). სტუდენტობის პერიოდშივე…

ვალტერ სანაია

ვალტერ სანაია (დ. 24 სექტემბერი, 1925, ოჩამჩირე, აფხაზეთის სსრ, ამიერკავკასიის სფსრ — გ. 29 ოქტომბერი, 1999, მოსკოვი, რუსეთი) მეკარე. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1949), ვიცე-ჩემპიონი (1950), ბრინჯაოს პრიზიორი (1952) და საბჭოთა…

კვიროსი ჩხაიძე

კვიროსი ჩხაიძე (1896-1987) იუნკერი, ემიგრანტი. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

ნიკო აღნიაშვილი

ნიკო აღნიაშვილი (1901-1928) იუნკერი ნიკო ბათუმში დაბადებულა 1901 წლის 14 თებერვალს, საქართველოს იუნკერთა სკოლაში უსწავლია, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი სხვა ქართველ იუნკრებსა და სამხედრო პირებთან ერთად იძულებული…

მაკარი ბურჭულაძე

მაკარი ბურჭულაძე (1899-1921) იუნკერი, კოჯორში დაღუპული გმირი. 1918 წელს, თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, მაგრამ არ დაუმთავრებია. 1921 წელს სამშობლოში დაბრუნდა, საარტილერიო ნაწილში ჩაირიცხა და…

ბიძინა აბულაძე

ბიძინა აბულაძე (დ. 15 აპრილი, 1907, ზედა საქარა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 13 ნოემბერი, 1964, თბილისი) – ლიტერატორი, მთარგმნელი. სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ადრევე გაიტაცა ლიტერატურულმა საქმიანობამ,…

კალენიკე აბულაძე

კალენიკე აბულაძე (1897-1972) საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1925 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. მთელი ცხოვრება მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და ნერვიული პათოლოგიის ლაბორატორიაში. იყო მისი უფროსი. დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში,…

სავლე აბულაძე

სავლე აბულაძე (1890-1964)- მწერალი, პოეტი, პედაგოგი. ეწეოდა საზოგადოებრივ და ლიტერატურულ–პედაგოგიურ მოღვაწეობას; თანამშრომლობდა გაზეთ – “სახალხო საქმეში”, “ზვირთში”, “ჯარის–კაცში”, “მხედარში”, “მომავალში”, “საქართველოს განათლების მუშაკში”; 1911 წელს იყო კიცხის სკოლის მასწავლებელი; 1912…