კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: ოქტომბერი 2024

  • Home
  • შოთა ზოიძე

შოთა ზოიძე

შოთა ზოიძე (1942-2021) მთარგმნელი, პოეტი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1967 წელს, მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლესი კურსები 1977 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1960 წელს,…

ზურაბ ზოიძე

ზურაბ ზოიძე (1959-2014) პოეტი, პუბლიცისტი მინიჭებული ჰქონდა თედო საკოხიას და ჰაიდარ აბაშიძის ლაურეატის წოდება, იყო საქართველოს მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირების წევრი. წლების განმავლობაში იყო გაზეთ “ცისკარის” და “გორდას” მთავარი რედაქტორი.…

ზურაბ გორგილაძე

ზურაბ გორგილაძე (დ. 5 მაისი 1937 — გ. 8 აპრილი, 2006) ქართველი პოეტი. საქართველოს მწერალთა კავშირისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ გორგაძეებში 1944-1948…

ფრიდონ ხალვაში

ფრიდონ ხალვაში (დ. 17 მაისი, 1925, ქედის მუნიციპალიტეტი, გეგელიძეები — გ. 8 ივლისი, 2010, ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი გეგელიძეები) ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1979). 1957 წელს დაამთავრა…

გიორგი ნადირაძე

გიორგი ნადირაძე (დ. 15 აპრილი, 1902, ქვემო მაჩხაანი, ახლანდელი სიღნაღის რაიონი — გ. 4 აპრილი, 1960, თბილისი) ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ ფილოსოფიის, შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზე.…

ალექსანდრე ნადირაძე

ალექსანდრე ნადირაძე (დ. 20 აგვისტო 1914, გორი — გ. 3 სექტემბერი 1987, მოსკოვი) სპეციალისტი გამოყენებითი მექანიკისა და მანქანათმშენებლობის დარგში. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1981). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1972).…

ჯურხა ნადირაძე

ჯურხა ნადირაძე (1929-1994) არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1959 წელს. 1961 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ხელოვნების მუზეუმში; ამავე წელს საჩხერის რაიონის სოფელ საირხეში მიაკვლია VI-I…

კოლაუ ნადირაძე

კოლაუ ნადირაძე (დ. 9 მარტი, 1895, ქუთაისი — გ. 28 ოქტომბერი, 1990) – პოეტი, „ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მოისმინა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი. პირველი ლექსი…

ვახტანგ ნადირაძე – ვრონსკი

ვახტანგ ნადირაძე – ვრონსკი (1905-1988) ქორეოგრაფი. სსრკ სახალხო არტისტი. დაიბადა თბილისში, 1919–1923 წწ. სწავლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული მ. ი. პერინის საბალეტო სკოლაში; 1923-1925 წწ. იყო როსტოვის მუსიკალური…

შოთა ნადირაშვილი

შოთა ნადირაშვილი (დ. 26 იანვარი, 1926 — გ. 13 აგვისტო, 2011) ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1968). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ამერიკის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი. დაამთავრა…