კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: ოქტომბერი 2024

  • Home
  • ალეკო შენგელია

ალეკო შენგელია

ალეკო შენგელია (დ. 7 ნოემბერი, 1901, სოფ. ხაბუმე, ჩხოროწყუს რაიონი — გ. 7 მაისი, 1975, თბილისი) პოეტი. ალეკო შენგელიამ პირველი წიგნი 1940 წელს გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა ლექსებისა და პოემების კრებულები:…

გიორგი შენგელია

გიორგი შენგელია (1908-1981) საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მაიორი. 1944 წლის 2 იანვარს მიენიჭა გმირის წოდება, ქალაქ ხერსონისათვის მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის; დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

რამაზ შენგელია

რამაზ შენგელია (დ. 1 იანვარი, 1957, ქუთაისი — გ. 21 ივნისი, 2012, თბილისი) – ფეხბურთელი, თავდამსხმელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი. საქართველოს სპორტის რაინდი. იცავდა ქუთაისის…

შალვა ერისთავი

შალვა ერისთავი (1899-1921) იუნკერი, ფეხბურთელი, თბილისის მისადგომებთან 1921 წლის 17 თებერვალს გმირულად დაღუპული მეომარი წითელარმიელ მატროსოვამდე ოცი წლით ადრე საკუთარი სხეულით დაფარა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ლულა. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა…

კონსტანტინე ერისთავი

კონსტანტინე ერისთავი (დ. 22 იანვარი, 1889, სოფელი სალომინაო, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი — გ. 12 მარტი, 1975, თბილისი) ქირურგი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950), სოციალისტური შრომის გმირი, იყო საქართველოს ქირურგიული…

მერი შერვაშიძე-ერისთავი

მერი შერვაშიძე-ერისთავი (დ. 1888, ბათუმი, — გ. 21 იანვარი, 1986, პარიზი) სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი, გადმოცემით გალაკტიონ ტაბიძის „მუზა“, სტამბოლში სილამაზის მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული 1921 წელს, კოკო შანელის მოდელი.…

თამარ ერისთავი

თამარ ერისთავი (1932-2014) პოეტი, მთარგმნელი. ლექსების წერა ბავშვობაშივე დაიწყო. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე ჩააბარა ინგლისური ენის სპეციალობით. მისი ლექსებიც პირველად უნივერსიტეტის ჟურნალ ,,პირველ სხივში’’ გამოქვეყნდა. შემდეგ თარგმნას…

ალექსანდრე ერისთავი

ალექსანდრე ერისთავი (დ. 5 ივლისი, 1873, თბილისი, — 10 თებერვალი 1955, პარიზი) ქართველი სამხედრო-მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1917). 1892 წ. დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და სამხედრო სამსახურში შევიდა. 1895 წ. პოდპორუჩიკის ჩინით…

რაფიელ ერისთავი

რაფიელ ერისთავი (დ. 9 აპრილი/21 აპრილი, 1824, სოფ. ქვემო ჭალა, კასპი — 1901, თელავი) პოეტი, დრამატურგი, ლექსიკოლოგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი. 7 წლის რაფიელი თელავის სამაზრო სასწავლებელში შეუყვანიათ, მაგრამ რაფიელის მამას…

ანასტასია ერისთავი-ხოშტარია

ანასტასია ერისთავი-ხოშტარია (დაბ. 3 თებერვალი, 1868 – გარდ. 1 მაისი, 1951) ნოველისტი. მუშაობდა მასწავლებლად მშობლიურ ქალაქში, სადაც გლეხების ბავშვებისათვის უფასო სკოლა დააარსა, ხოლო მოგვიანებით — ქალთა ორგანიზაცია „მანდილოსანი“ (1913-1914). მისი…