ნანა ცინცაძე
ნანა ცინცაძე (1947-2021) – მხატვარი-გრაფიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება 1971 წელს; სსრკ სამხატვრო აკადემიის თბილისის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო 1974 წელს. 1972-2005წწ. იყო თბილისის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნოს თანამშრომელი…
კობა გურული
კობა გურული (დ. 23 აპრილი, 1930, სოფ. ქვედა საქარა, ზესტაფონის რაიონი, — გ. 9 აპრილი, 2010, თბილისი) – მხატვარი, ოქრომჭედელი და მოქანდაკე. თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს დამსახურებული…
გრიგოლ ხავთასი
გრიგოლ ხავთასი (1903-1990) – ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. 1961-1985წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის გამგე.…
დევი ჩადუნელი
დევი ჩადუნელი (1981-2008) – კაპრალი, რუსეთ-საქართველოს ომის გმირი. სავალდებულო სამხედრო სამსახური ახალციხეში მოიხადა, სადაზვერვო ბრიგადაში. სამხედრო სამსახურში რვა წლის განმავლობაში იმსახურა, ერაყში სამშვიდობო მისიებშიც მონაწილეობდა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა კონტრაქტით.…
ალექსი არაბული
ალექსი არაბული (დ. 27 თებერვალი, 1948, გომბორი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი-2024) – პოლიტიკოსი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1972 წელს დაამთავრა თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.…