კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • ზაზა დარასელი

ზაზა დარასელი

ზაზა დარასელი (1950-2001) დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1972 წელს. 1972-1976წწ. იყო საქტელერადიო კომიტეტის რადიოს რედაქტორი; 1976-1977წწ. რადიოს პასუხისმგებელი მდივანი; 1977-1978წწ. რადიოს უფროსი რედაქტორი; 1978-1980წწ. ტელევიზიის ლიტერატურული განყოფილების გამგე; 1980-1983წწ. საქართველოს…

იური დარახველიძე

იური დარახველიძე (1937-2015) სპორტული კომენტატორი დარახველიძე რადიოსადგურ „მაიაკის“ თანამშრომელი 1996 წლიდან არის. ასევე ის მუშაობდა გაზეთებში: „სოვეტსკი სპორტი“, „სპორტივნაია მოსკვა“ და ტელეარხ „ნტვ პლუსზე“. მისი სპეციალიზაცია ჩოგბურთი იყო. დაკრძალულია მოსკოვში,…

ოთარ გაგუა

ოთარ გაგუა (1927-2021) – საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ენციკლოპედისტი, საზოგადო მოღვაწე. ენციკლოპედია ,,თბილისის“ თანაგამომცემელი, ღირსების ორდენის კავალერი, აჭარის დამსახურებული მოღვაწე მეცნიერებისა და კულტურის დარგში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტი 1951 წელს.…

მიტროპოლიტი გიორგი

მიტროპოლიტი გიორგი (ღონღაძე) (1894-1982) მანგლელი მიტროპოლიტი გელათის მონასტერში გაიარა მედავითნის კურსები 1913 წელს, სწავლის კურსი დაასრულა თბილისის ფერიცვალების მონასტერში. 1910-1914წწ. მუშაობდა რკინიგზაში ტელეგრაფისტად; 1914 წელს მედავითნედ გაიგზავნა სოფელ გრემისხევში; 1914-1917წწ.…

გიორგი ღონღაძე

გიორგი ღონღაძე (უკრ. Георгій Русланович Ґонґадзе; დ. 21 მაისი, 1969 — გ. 17 სექტემბერი, 2000) წარმოშობით ქართველი, უკრაინელი ჟურნალისტი; გატაცებული და მოკლული იქნა 2000 წელს. ღონღაძის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიება გადაიზარდა…

გიორგი ინასარიძე

გიორგი ინასარიძე (1920-1984) საბჭოთა კავშირის გმირი. ბელორუსიის 3-ე ფრონტის 3-ე საჰაერო არმიის 335-ე მოიერიშე ავიადივიზიის 683-ე მოიერიშე ავიაპოლკის ესკადრილიის მეთაურის მოადგილე, უფროსი ლეიტენანტი (თადარიგში გავიდა პოლკოვნიკის წოდებით). 1945 წლის მარტისათვის…

კარლო ინასარიძე

კარლო ინასარიძე (დ. 15 ნოემბერი, 1919, სოფელი კუშუბაური, ვანის მუნიციპალიტეტი — 24 ივლისი, 2007) მწერალი, ჟურნალისტი და პოლიტიკური მოღვაწე. კარლო ინასარიძემ 1937 წელს დაამთავრა ლანჩხუთის საშუალო სკოლა და იმავე წელს…

შალვა ინასარიძე

შალვა ინასარიძე (1900-1976) რეჟისორი. დიდი ამაგი დასდო ბათუმის დრამატული თეატრის ჩამოყალიბებას. წლების განმავლობაში მუშაობდა ამ თეატრის რეჟისორად. დაკრძალულია ბათუმში. ფერიის სასაფლაოზე.

ჯანრი კაშია

ჯანრი კაშია (დ. 8 მაისი, 1939, ბათუმი — გ. 11 მარტი, 2012, პარიზი) ფილოსოფოსი, მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გასული საუკუნის 70–იანი წლების ბოლოს ჯანრი კაშია საცხოვრებლად…

ეროსი კიწმარიშვილი

ეროსი კიწმარიშვილი (1964-2014) დიპლომატი, ექიმი, ჟურნალისტი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ექიმ-პედიატრის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ინტერნად, ონის რაიონის სოფლის ამბულატორიის ექიმად, რუსთავის ჯანდაცვის სამსახურის უფროსად. 1993…