კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • ამირან ხაბაზი

ამირან ხაბაზი

ამირან ხაბაზი (1953-2021) – პოეტი, პროზაიკოსი. აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი. დაიბადა 1953 წლის 24 აგვისტოს, ქობულეთის რაიონის სოფელ აჭყვისთავში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.…

მიხეილ ყვარელაშვილი

მიხეილ ყვარელაშვილი (დ. 18 მარტი/31 მარტი, 1906, ხაშმი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, — გ. 28 მაისი, 1984, თბილისი) მომღერალი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის…

ბაჩანა ბრეგვაძე

ბაჩანა ბრეგვაძე (დ. 11 თებერვალი, 1936— გ. 14 თებერვალი, 2016, თბილისი) ფილოსოფოსი, მთარგმნელი, მწერალი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი. 1973 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის…

შარლოტა კვანტალიანი

შარლოტა კვანტალიანი (დ. 1 აპრილი, 1950, აბაშა, — გ. 7 სექტემბერი, 2022) პოეტი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი და ფოლკლორისტი. დაიბადა 1950 წლის 1 აპრილს, ქალაქ აბაშაში. დაამთავრა რუსთავის №15 საშუალო სკოლა.…

ზაზა ხალვაში

ზაზა ხალვაში (დ. 17 მაისი, 1957, ბათუმი — გ. 4 თებერვალი, 2020) კინორეჟისორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1979 და შოთა რუსთაველის სახელობის თეტრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1985 წელს. 1977…

ჯემალ ჯაყელი

ჯემალ ჯაყელი (1928-2020) – პოეტი, მწერალი. ჯემალ ჯაყელი ათეულობით წიგნის ავტორია, სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგედ, აჭარის რესპუბლიკური ბიბლიოთეკის დირექტორად, გამომცემლობა „აჭარის“ დირექტორად, საქართველოს მეცნიერებათა…

შიო ძიძავა

არქიმანდრიტი შიო ძიძავა (1882-1969) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია ΙΙ-ის მოძღვარი. 1969 წლიდან მოღვაწეობდა თეკლათის მონასტერში. დაკრძალულია მონასტრის ეზოში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა შოთიკო ყურუამ.

ილია ნატროშვილი

ილია ნატროშვილი (1912-1979) ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1931 წელს მუშაობა დაიწყო სოფელ ზემო ალვანის სკოლაში მასწავლებლად. 1936 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს კადრების…

ილია წინამძღვრიშვილი

ილია წინამძღვრიშვილი (1834, წინამძღვრიანთკარი, მცხეთის რაიონი — 1920, იქვე) – საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და პუბლიცისტი. 1868 წელს ილია წინამძღვრიშვილი აირჩიეს თბილისის მესამე განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ. წინამძღვრიშვილმა საკუთარ სახლში მიიწვია თორმეტი…

ჰასან ჰელიმიში

ჰასან ჰელიმიში (დ. 1907 წელს, სოფელი ორთახოფა (თურქეთის ლაზეთი) — გ. 2 მარტი, 1976) – ლაზი მხატვარი, პოეტი. დაიბადა თურქეთის ლაზეთის სოფელ ორთახოფაში (შუა ხოფა). იქვე დაამთავრა პირველი საფეხურის თურქული…