კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • ანა ამილახვარი

ანა ამილახვარი

იღუმენი ნინო (ერობაში ანა ამილახვარი; დ. 16 იანვარი, 1816, გორის მაზრა, საამილახვრო ჭალა — გ. 30 დეკემბერი, 1904) – სასულიერო მოღვაწე. მშობლები ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდა მამიდამ, მონაზონმა ნინო…

ნინა ამილახვარი

ნინა ამილახვარი (1784-1839) – იღუმენია, სამთავროს დედათა მონასტრის დამაარსებელი, მონასტრის პირველი წინამძღვარი. სამთავროში მოვიდა 1820 წლის 10 ოქტომბერს, სამონაზვნედ შეიმოსა 1810 წელს. მონაზვნად აღიკვეცა 1812 წელს, რომელმაც რამდენიმე დასთან ერთად…

დიმიტრი ამილახვარი

დიმიტრი ამილახვარი (დ. 1906, ბაზორკინო (ახლანდ. ჩერმენი), თერგის ოლქი — გ. 24 ოქტომბერი, 1942, ელ-ალამეინი, ჩრდ. ეგვიპტე) – საფრანგეთის არმიის ქართველი მოღვაწე, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი. ოჯახით ემიგრაციაში წავიდა 1921…

ანთიმოზ როგავა

ანთიმოზ როგავა (1911-1977) – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 3 მოწვევის დეპუტატი. საკოლმეურნეო წარმოების ნოვატორი. სოციალისტური შრომის ორგზის გმირი. 1938-1951წწ. და 1968 წლიდან გარდაცვალებამდე ზუგდიდის რაიონის ლენინის სახელობის და 1952-1960წწ. –…

თეიმურაზ არათანაშვილი

თეიმურაზ არათანაშვილი (1978-2004) – სპეციალური დანიშნულების ძალების ბატალიონ,,კომანდოს”ოცეულის მეთაური,უფროსი ლეიტენანტი. თემურაზ გენადის ძე არათანაშვილი 2004 წლის 16აგვისტოს გმირულად დაიღუპა ცხინვალში შეიარაღებული კონფლიქტის დროს… დაკრძალულია მშობლიურ სოფელში, დუშეთის რაიონ სოფელ მჭადიჯვარში.…

გიორგი შაინიძე

გიორგი შაინიძე (1982-2008) – კაპრალი, რუსეთ-საქართველოს ომის გმირი. დჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის” (გარდაცვალების შემდეგ). სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2000 წელს გაიწვიეს, კარანტინის გავლის შემდეგ წელიწადნახევარი ახლადჩამოყალიბებულ სასაზღვრო ჯარში იმსახურა. 2003 წელს…

ტარიელ ქამაშიძე

ტარიელ ქამაშიძე (1988-2008) – კაპრალი. რუსეთ-საქართველოს ომის გმირი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, მედალი “მხედრული მამაცობისთვის”. დაიბადა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანში. საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდა, მისი…

შაქირ ზოსიძე

შაქირ ზოსიძე (1893-1968) – მელექსე-მოშაირე. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა შუახევის რაიონის სოფელ ჯაბნიძეებში. მისი შეთხზულია სიმღერები, რომელსაც მთელი საქართველო მღერის: წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა, ნალიაზე მე ვერ ევალ, შევარდენი ამოფრინდა და სხვა…

მინადორა ხოშტარია

მინადორა ხოშტარია (1881-1924) – აკაკი ხოშტარიას მეუღლე. ქალბატონი მინადორა თურქია-ხოშტარია 1924 წელს გარდაიცვალა ინფარქტით. დაკრძალულია დულაბის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზე თეირანში. მისი ცხედარი 1932 წლამდე (აკაკის გარდაცვალებამდე) მუმიფიცირებული იყო ეგვიპტელი სპეციალისტების…

ალექსანდრე ტატიშვილი

ალექსანდრე ტატიშვილი (1901-1972) – სოციალ-დემოკრატი, პედაგოგი, ეროვნული გვარდიის წევრი, სდ პარტიის პარიზის ორგანიზაციის თავმჯდომარე. დაიბადა 1901წლის, 9 დეკემბერს, ხაშურში, დაამთავრა ხაშურის გიმნაზია. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მიემგზავრება პეტროგრადში, ირიცხება უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის…