კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • ანზორ ჯაიანი

ანზორ ჯაიანი

ანზორ ჯაიანი (1934-2005) – უშიშროების გენერალი. სსრკ სახელწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი 1956 წლიდან, აჭარის ასსრ სახელმწიფო უშიშროების თავმჯდომარე (1981-1989), დაჯილდოებულია 12 მედლით და 2 ორდენით. დაიბადა მესაზღვრის ოჯახში. 1953 წელს…

სანდრო ჟორჟოლიანი

სანდრო ჟორჟოლიანი (დ. 8 თებერვალი , 1888, ოზურგეთი — 24 ივნისი, 1969, თბილისი) – მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი. 1911 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბაქოსა (1913—1918)…

როლანდ კაკაურიძე

როლანდ კაკაურიძე (1935-1999) – საქართველოს დამსახურებული არტისტი. მოღვაწეობდა ბათუმის დრამატულ თეატრში. გადაღებულია სხვადასხვა ფილმებში. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

ვახტანგ სალარიძე

ვახტანგ სალარიძე (1911-2001) – მომღერალი, მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1929-1930წწ. სწავლობდა თბილისის შ. რუსთაველის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში. 1930-1935წწ. მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში: ჭიათურის(1931-1932), ქუთაისის(1938-1939), 1939 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის…

თენგიზ სარდანაშვილი

თენგიზ სარდანაშვილი (1960-2008) – ბათუმის თოჯინების თეატრის მსახიობი. აჭარის ა.რ.-ის დამსახურებული არტისტი. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

აკაკი ხორავა

აკაკი ხორავა (დ. 17 აპრილი, 29 აპრილი, 1895, სოფ. ოჩხომური, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი ― გ. 23 ივნისი, 1972, თბილისი) – მსახიობი და პედაგოგი. ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1936).…

რევაზ თარხან–მოურავი

რევაზ თარხან–მოურავი (1923-1993) – საქართველოს სახალხო მხატვარი. 1958 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1949 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო, საზღვარგარეთის გამოფენებში. 1964 საქართველოს დამსახურებული მხატვარი. მნიშვნელოვანი გამოფენები: 1959 ახალგაზრდობისადმი მიძღვნილი…

გიორგი თარხან-მოურავი

გიორგი თარხან-მოურავი (1841-1911) – გენერალ-მაიორი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, კავკასიის სამხედრო ოლქის გენერალური შტაბის მთავარი სამობილიზაციო სამმართველოს უფროსი (1881-1890), ქართული საადგილმამულო ბანკის დირექტორი (1890-1894), მომრიგებელი (1895). დაკრძალულია სოფელ ახალქალაქის საგვარეულო აკლდამაში,…

დიმიტრი თაყაიშვილი

დიმიტრი თაყაიშვილი (1919-1998) – საქართველოს სახალხო მხატვარი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, 1944 წლიდან მოსკოვშია, მუშაობდა მოსკოვის მოძრავი მუსიკალური თეატრის მთავარ მხატვრად. 1952 წლიდან ქუთაისის თეატრის…

ალექსანდრე თაყაიშვილი

ალექსანდრე თაყაიშვილი (დ. 29 სექტემბერი, 1895, დაბა აღბულახი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი — გ. 30 ოქტომბერი, 1958, თბილისი) – რეჟისორი და მსახიობი, თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის დამაარსებელი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1914…