კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მუსიკოსები, მომღერლები და მოცეკვავეები

  • Home
  • ირმა დუნდუა – ქუთათელაძე

ირმა დუნდუა – ქუთათელაძე

ირმა დუნდუა – ქუთათელაძე (1966-1991) – ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავე. საბურთალოს ზედა პანთეონი, წმ. გიორგის ეკლესიის ეზო.

მიხეილ კობეშავიძე

მიხეილ კობეშავიძე (1910-1997) – ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1930 წელს ჩამოაყალიბა ქორეოგრაფიული კოლექტივი ქუთაისის სარეწაო კოოპერაციის კლუბში და კონცერტებს მართავდა ახლადშექმნილ კოლმეურნეობებში. 1963 წელს გადაიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ძერჟინსკის…

მედეა ამირანაშვილი

მედეა ამირანაშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1928, თბილისი — გ. 2 დეკემბერი, 2023) – მომღერალი (ლირიული სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1965). სსრკ სახალხო არტისტი (1976). ღირსების ორდენის კავალერი (1997). 1954 წელს…

ევგენია გელოვანი

ევგენია გელოვანი (1926-2004) – მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი. სწავლობდა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელში 1936–1945 წლებში; 1945–1966წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი ბალერინა; დაკრძალულია მოსკოვში, ვოსტრიაკოვსკის სასაფლაოზე.

ნოე ავალიანი

ნოე ავალიანი (1922-2010) – ბალეტისა და კინოს მსახიობი. 1957 წელს დაამთავრა სახელმწიფო ხელოვნების აკადემია. 1940-1963 წლებში იყო მოსკოვის დიდი თეატრის მსახიობი. დაკრზალულია მოსკოვში, ვედენოს სასაფლაოზე.

თაზო მონიავა

თაზო მონიავა (1968-2022) – მომღერალი, პოეტი, ქუთაისის კოლორიტი. დაკრძალულია ქუთაისში, ოღასკურას სასაფლაოზე. საფლავის ფოტო აღებულია ბატონი მერაბ კვიცარიძის გვერდიდან.

ზურაბ ჩიქოვანი

ზურაბ ჩიქოვანი (1933-2011) – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მომღერალი, მუსიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი ფსიქიატრის სპეციალობით; ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (საგუნდო-სადირიჟორო). მუშაობდა მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით…

ალექსანდრე მაისურაძე

ალექსანდრე მაისურაძე (1894-1931) – მუსიკოსი, ლოტბარი. მღეროდა ზ. ფალიაშვილის გუნდში; 1916 წელს დაიწყო სწავლა ქართული ფილარმონიული საზოგადოების სკოლაში, საგუნდო სიმღერისა და მუსიკის თეორიის კლასში, პედაგოგი ზ. ფალიაშვილი; 1918 წელს ჩამოაყალიბა…

დავით ანდღულაძე

დავით ანდღულაძე (დ. 15 ოქტომბერი , 1895, სოფელი ბახვი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ნოემბერი, 1973, თბილისი) – მომღერალი (დრამატული ტენორი), სსრკ სახალხო არტისტი (1950), ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის…

ნოდარ ანდღულაძე

ნოდარ ანდღულაძე (დ. 13 დეკემბერი, 1927, თბილისი — გ. 30 იანვარი, 2013) – მომღერალი (დრამატული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი (1965), ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1954). 1950 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი,…