კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მუსიკოსები, მომღერლები და მოცეკვავეები

  • Home
  • მედეა ამირანაშვილი

მედეა ამირანაშვილი

მედეა ამირანაშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1928, თბილისი — გ. 2 დეკემბერი, 2023) – მომღერალი (ლირიული სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1965). სსრკ სახალხო არტისტი (1976). ღირსების ორდენის კავალერი (1997). 1954 წელს…

ევგენია გელოვანი

ევგენია გელოვანი (1926-2004) – მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი. სწავლობდა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელში 1936–1945 წლებში; 1945–1966წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი ბალერინა; დაკრძალულია მოსკოვში, ვოსტრიაკოვსკის სასაფლაოზე.

ნოე ავალიანი

ნოე ავალიანი (1922-2010) – ბალეტისა და კინოს მსახიობი. 1957 წელს დაამთავრა სახელმწიფო ხელოვნების აკადემია. 1940-1963 წლებში იყო მოსკოვის დიდი თეატრის მსახიობი. დაკრზალულია მოსკოვში, ვედენოს სასაფლაოზე.

თაზო მონიავა

თაზო მონიავა (1968-2022) – მომღერალი, პოეტი, ქუთაისის კოლორიტი. დაკრძალულია ქუთაისში, ოღასკურას სასაფლაოზე. საფლავის ფოტო აღებულია ბატონი მერაბ კვიცარიძის გვერდიდან.

ზურაბ ჩიქოვანი

ზურაბ ჩიქოვანი (1933-2011) – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მომღერალი, მუსიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი ფსიქიატრის სპეციალობით; ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (საგუნდო-სადირიჟორო). მუშაობდა მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით…

ალექსანდრე მაისურაძე

ალექსანდრე მაისურაძე (1894-1931) – მუსიკოსი, ლოტბარი. მღეროდა ზ. ფალიაშვილის გუნდში; 1916 წელს დაიწყო სწავლა ქართული ფილარმონიული საზოგადოების სკოლაში, საგუნდო სიმღერისა და მუსიკის თეორიის კლასში, პედაგოგი ზ. ფალიაშვილი; 1918 წელს ჩამოაყალიბა…

დავით ანდღულაძე

დავით ანდღულაძე (დ. 15 ოქტომბერი , 1895, სოფელი ბახვი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ნოემბერი, 1973, თბილისი) – მომღერალი (დრამატული ტენორი), სსრკ სახალხო არტისტი (1950), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1973). 1925…

ნოდარ ანდღულაძე

ნოდარ ანდღულაძე (დ. 13 დეკემბერი, 1927, თბილისი — გ. 30 იანვარი, 2013) – მომღერალი (დრამატული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი (1965), ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1954). 1950 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი,…

ზურაბ ანჯაფარიძე

ზურაბ ანჯაფარიძე (დ. 12 აპრილი, 1928, ქ. ქუთაისი – გ. 12 აპრილი, 1997) – მომღერალი (დრამატული ტენორი), სსრკ სახალხო არტისტი (1966), ზ. ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი. 1952 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის…

მარიამ არჯევანიშვილი

მარიამ არჯევანიშვილი (1918-1958) – მომღერალი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი და ფანდურზე დაკვრის ვირტუოზი. ხელმძღვანელობდა თვითმოქმედ გუნდებსა და ხალხურ საკრავთა ანსამბლებს. დაკრძალულია გრემის მთავარანგელოზის მონასტრის ეზოში.