კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მუსიკოსები, მომღერლები და მოცეკვავეები

  • Home
  • ლექსო თორაძე

ლექსო თორაძე

ლექსო თორაძე (1952-2022) – მუსიკოსი. დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში. 1983 წლიდან მუსიკოსი ცხოვრობს აშშ-ში და ეწევა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ…

ეთერ ჭელიძე

ეთერ ჭელიძე (1938-1987) – კომპოზიტორი, მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საპატიო თბილისელი. დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი (საფორტეპიანო), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1962 წელს (საფორტეპიანო). 1962–1987წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 200–მდე სიმღერის…

ბორის ჭიაურელი

ბორის ჭიაურელი (1916-2001) მუსიკოსი, საქართველოს სახალხო არტისტი დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1943 წელს(სავიოლინო). 1943 წლიდან მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგად, 1954–1958წწ. იყო პრორექტორი, 1964…

გია ჭირაქაძე

გია ჭირაქაძე (დ. 21 სექტემბერი, 1937 — გ. 19 მარტი, 2017) მომღერალი, ანსამბლ „ქართული ხმების“ დამფუძნებელი და ვოკალისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ტელეწამყვანი. წლების განმავლობაში…

შოთა ხარაბაძე

შოთა ხარაბაძე (1934-2002) მსახიობი, მომღერალი ხელმძღვანელობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვარტეტს. მოგვიანებით, მოსკოვში შექმნა ანსამბლი “აკორდი”, რომელიც წარმატებით გამოდიოდა. დაკრძალულია მოსკოვის ოლქის აკსინინოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო გადაღებულია რუსეთის ნეკროპოლისტთა საზოგადოების თავმჯდომარის, დვამალ…

ფატმა კობალაძე

ფატმა კობალაძე (1928-2014) საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი მოცეკვავე 1944 წელს დაიწყო მოღვაწეობა აჭარის სახელმწიფო ანსამბლში. ქართველ მოცეკვავეებში პირველმა შეასრულა განდაგანის პარტია. დაკრძალულია ბათუმში, ფერის სასაფლაოზე.

ალექსანდრე ჭიჭინაძე

ალექსანდრე ჭიჭინაძე (1917-1994) ბალეტმეისტერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი. დააამთავრა მხატ-ი, 1944-1966 წლებში-დიდი თეატრის სოლისტი. დაკრძალულია მოსკოვში, სომხურ სასაფლაოზე.

ეთერ ჭაბუკიანი

ეთერ ჭაბუკიანი (1932-1968) – მოცეკვავე, საქართველოს დამსახურებული არტისტიю დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1955 წელს. 1955–1968წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; განსაკუთრებით გაითქვა სახელი სენ–სანსის “მომაკვდავი…

ევგენი მაჭავარიანი

ევგენი მაჭავარიანი (1937-1997) მუსიკოსი, პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს. 1956–1958წწ. იყო ზუგდიდის სამუსიკო სკოლის პედაგოგი; 1958 წლიდან ლექტორი–მუსიკათმცოდნე; 1963–1970წწ. იყო თბილისის…

ვარინკა მაჭავარიანი-წერეთელი

ვარინკა მაჭავარიანი-წერეთელი (1874-1948) მუსიკოსი. ბავშვობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული ვოკალური ნიჭით; მისი შესაძლებლობით მოხიბლულმა აკაკი წერეთელმა 1895 წელს ლექსის “სულიკო” გამოქვეყნების შემდეგ ვარინკას მუსიკის შეთხზვა სთხოვა; სიმღერამ “სულიკო” ლეგენდარული პოპულარობა მოიპოვა; ბარბარე…