კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

რელიგიური მოღვაწეები

  • Home
  • სქემარქიმანდრიტი სისო – დეკანოზი სერაფიმე ბერიძე

სქემარქიმანდრიტი სისო – დეკანოზი სერაფიმე ბერიძე

სქემარქიმანდრიტი სისო (1938-2019) აჭარის პირველი მკვიდრი მღვდელმსახური. ერისკაცობაში ჯემალ (ნოდარ) ბერიძე – ქედის რაიონის სოფელ ზესოფელში დაიბადა 1938 წელს, 1995 წელს, ფერისცვალების დღესასწაულზე, მეუფე იობმა აკურთხა – მომზადებულიყო საღვთო სამსახურად.…

ლავრენტი გაბაშვილი

ლავრენტი გაბაშვილი (XVII-XVIII სს. მიჯნა) დიპლომატი და საეკლესიო მოღვაწე, არჩილ მეფის თანამოღვაწე. 1687 წელს ხელმძღვანელობდა საქართველოს ელჩობას რუსეთში. დიდი წვლილი მიუძღვის დონის მონასტრის აღმშენებლობაში. 1705 წელს ამავე მონასტერში არქიმანდრიტად (წინამძღვრად)…

მიხეილ თარხნიშვილი

მიხეილ თარხნიშვილი (1897-1958) თეოლოგი, მკვლევარი, სასულიერო პირი, ფილოლოგი. დაიბადა ახალციხეში. აწყებითი განათლება სკრას სახალხო სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც, 1913 წელს, ქართველმა კათოლიკე ბერებმა სტამბოლში არსებულ სამონასტრო სკოლაში (ფერი-ქოა) სასწავლებლად შეარჩიეს.…

ბესარიონ ნიჟარაძე

ბესარიონ ნიჟარაძე, თავისუფალი სვანი (ფსევდონიმები — ბესარიონ სვანი, სვანი; დ. 21 ნოემბერი, 1852, უშგული — გ. 1919, უშგულის ლამარიას ეკლესია) ეთნოლოგი, პუბლიცისტი, სასულიერო პირი, ფოლკლორისტი. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1874…

შიო ძიძავა

არქიმანდრიტი შიო ძიძავა (1882-1969) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია ΙΙ-ის მოძღვარი. 1969 წლიდან მოღვაწეობდა თეკლათის მონასტერში. დაკრძალულია მონასტრის ეზოში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა შოთიკო ყურუამ.

როსტომ ლორთქიფანიძე

როსტომ ლორთქიფანიძე (დ. 16 დეკემბერი, 1943, თბილისი — გ. 10 ნოემბერი, 2023) – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზის ხარისხში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი. 1960–1964 წლებში სწავლობდა თბილისის…