კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

რელიგიური მოღვაწეები

  • Home
  • ნესტორ ყუბანეიშვილი

ნესტორ ყუბანეიშვილი

ნესტორ ყუბანეიშვილი (5 სექტემბერი 1853 —15 ივნისი, 1938) – ეპისკოპოსი, მწიგნობარი, მთარგმნელი. 1871 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, 1877 წელს კი — თბილისის სასულიერო სემინარია. ამავე წლიდან მუშაობდა მასწავლებლად სამეგრელოს…

იეროთეოზი

ეპისკოპოსი იეროთეოზი (აივაზაშვილი) (1862-1942) კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1886 წელს სემინარიელ იოსებ ლაღიაშვილის მიერ რექტორ ჩუდეცკის მკვლელობის შემდეგ სემინარიაში დაიწყო ქართველი სტუდენტებისა…

ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელი

ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელი (დ. 1703 — გ. 1815) საეკლესიო მოღვაწე, მქადაგებელი. სამეგრელოს მთავრის ოტია დადიანის ვაჟიშვილი. მონაზვნად შემდგარმა ანტონმა მომეტებულად იგრძნო წყურვილი საეკლესიო განათლებისა. მან მიმართა მარტვილის ბერებს, რომელთა ხელმძღვანელობითაც ეცნობოდა…

თორნიკე მოსეშვილი

არქიმანდრიტი თორნიკე მოსეშვილი (1916-2007) მოწამეთას მონასტრის წინამძღვარი. მამა გაგი უფლის სიყვარულისთვის არაერთგზის ეწამა. კომუნისტები აიძულებდნენ, ღმერთს განდგომოდა, გულიდან ჯვარი მოეხსნა. ის კი მაცხოვრის გზას მიუყვებოდა… წამებამ ფიზიკურად გატეხა და მძიმედ…

ემანუილ ვარდიძე

ემანუილ ვარდიძე (1886-1966) – საბჭოთა პერიოდში მოღვაწე ერთ–ერთი უკანასკნელი ქართველი კათოლიკე მღვდელი. სწავლობდა კონსტანტინეპოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეში. მღვდლად ეკურთხა რომში, 23 წლის ასაკში. 1921-1966 წლებში, გარკვეული ინტერვალებით, თბილისის პეტრე და…

კონსტანტინე საფარიშვილი

კონსტანტინე საფარიშვილი (1887-1973) თბილისის წმიდა პეტრე-პავლეს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი. ფლობდა 10 ენას. მის მიერ არანჟირებული საგალობლები წლების განმავლობაში სრულდებოდა ეკლესიაში. 1899 წელს სასწავლებლად გაემგზავრა კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერში. 1911 წლის…

მღვდელ მონაზონი ანდრია

მღვდელ მონაზონი ანდრია (1966-1993, ერისკაცობაში პაატა ყურაშვილი) 1992 წლის 3 აპრილს დაბადების დღეზე პაატა ბერად აღკვეცეს და ანდრია პირველწოდებულის პატივსაცემად ანდრია უწოდეს. იმავე წლის აგვისტოში მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და მონასტრის წინამძღვრად…

მიტროპოლიტი გიორგი

მიტროპოლიტი გიორგი (ღონღაძე) (1894-1982) მანგლელი მიტროპოლიტი გელათის მონასტერში გაიარა მედავითნის კურსები 1913 წელს, სწავლის კურსი დაასრულა თბილისის ფერიცვალების მონასტერში. 1910-1914წწ. მუშაობდა რკინიგზაში ტელეგრაფისტად; 1914 წელს მედავითნედ გაიგზავნა სოფელ გრემისხევში; 1914-1917წწ.…

სქემარქიმანდრიტი სისო – დეკანოზი სერაფიმე ბერიძე

სქემარქიმანდრიტი სისო (1938-2019) აჭარის პირველი მკვიდრი მღვდელმსახური. ერისკაცობაში ჯემალ (ნოდარ) ბერიძე – ქედის რაიონის სოფელ ზესოფელში დაიბადა 1938 წელს, 1995 წელს, ფერისცვალების დღესასწაულზე, მეუფე იობმა აკურთხა – მომზადებულიყო საღვთო სამსახურად.…

ლავრენტი გაბაშვილი

ლავრენტი გაბაშვილი (XVII-XVIII სს. მიჯნა) დიპლომატი და საეკლესიო მოღვაწე, არჩილ მეფის თანამოღვაწე. 1687 წელს ხელმძღვანელობდა საქართველოს ელჩობას რუსეთში. დიდი წვლილი მიუძღვის დონის მონასტრის აღმშენებლობაში. 1705 წელს ამავე მონასტერში არქიმანდრიტად (წინამძღვრად)…