კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მუსიკოსები, მომღერლები და მოცეკვავეები

  • Home
  • ლილი გეგელია

ლილი გეგელია

ლილი გეგელია (1923-2000) – მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელბწიფო უნივერსიტეტიs ისტორიული ფაკულტეტი; თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1942 წელს(ვოკალური). 1954 წლიდან იყო საქართველოს რადიოს, ხოლო 1956 წლიდან…

გრიგოლ გრიგორაშვილი

გრიგოლ გრიგორაშვილი (დ. 18 ივლისი, 1905, ქუთაისი — გ. 1 ივნისი, 1962, თბილისი) – საოპერო თეატრის სოლისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1958). დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის…

ჰამლეტ გონაშვილი

ჰამლეტ გონაშვილი (დ. 20 ივნისი, 1928, ანაგა — გ. 1985, ანაგა) მომღერალი (ტენორი), სახალხო მოლექსე, მასწავლებელი, ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული. ჰამლეტ გონაშვილი დაიბადა სოფელ ანაგაში. მუშაობდა თბილისის ტურისტულ ბიუროში…

ალექსანდრე (სანდრო) ინაშვილი

ალექსანდრე (სანდრო) ინაშვილი (დ. 23 აგვისტო, 1887, თბილისი — გ. 4 ივნისი, 1958) მომღერალი, ქართული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის…

ინოლა გურგულია

ინოლა გურგულია (დ. 25 ივლისი, 1929 — გ. 9 აპრილი 1977) კომპოზიტორი, პოეტი, მომღერალი. 1952 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. აქვე მან გ. დარახველიძესა და…

ნათელა იოსებიძე

ნათელა იოსებიძე (1953-2016) მომღერალი. უფრო საზღვარგარეთ იცნობდნენ. ქართველ არეტა ფრანკლინს ეძახდნენ. საქართველოში ბევრი არ იცნობდა. ფილმში “სიყვარული ყველას უნდა”. ბერტა ხაფავას გმირს ახმოვანებდა. გარდაიცვალა აშშ-ში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

დები იშხნელები

დები იშხნელები ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელთა ოჯახი; ვოკალურ კვარტეტს შეადგენდნენ დები: ნინო (1898–1967), თამარი (1900–1994), ზინაიდა (1902–1968) და ალექსანდრა (1904–1955) იშხნელები. 1955 წლიდან ალექსანდრა შეცვალა მისმა დამ მარიამმა (1889–1973). ანსამბლი…

ეთერ კაკულია

ეთერ კაკულია (1942-2015) – მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. 2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო. 2015 წლის…

ვლადიმერ (ლადო) კავსაძე

ვლადიმერ (ლადო) კავსაძე (დ. 7 იანვარი, 1886, სოფ. ხოვლე — გ. 30 ნოემბერი, 1953, თბილისი) – მომღერალი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1943). 7 წლისა მიაბარეს თბილისის ერთ-ერთ პანსიონში. სიყმაწვილეში იგი გაიტაცა…

ლევან კბილაშვილი

ლევან კბილაშვილი (1990-2022) მომღერალი. 2011 წელს პოპულარულ მუსიკალურ პროექტ “ჯეოსტარში” მონაწილეობდა. შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო რუსეთში, მუსიკალურ პროექტ The Voice-ში. გარკვეული დროის განმავლობაში, გამოდიოდა ცნობილ რუს მომღერალთან, ლუბოვ უსპენსკაიასთან ერთად.…