კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მხატვრები და მოქანდაკეები

  • Home
  • ნიკოლოზ კანდელაკი

ნიკოლოზ კანდელაკი

ნიკოლოზ კანდელაკი (დ. 18 ნოემბერი, 1889, დაბა კულაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 24 აგვისტო, 1970, თბილისი) – მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი (1957), პროფესორი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და გახდა პეტერბურგის…

ანდრო კანდელაკი

ანდრო კანდელაკი (1919-1988) – მხატვარი, ილუსტრატორი, სამხედრო მხატვარი და კარიკატურისტი. თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემებთან, მათ შორის, ჟურნალ “ნიანგთან”. მის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ სერიას, პოლიტიკური კარიკატურა წარმოადგენს. თემატიკა ფართოა – მეორე მსოფლიო ომი,…

ქეთევან იაშვილი

ქეთევან იაშვილი (1883-1980) – მხატვარი, კოლექციონერი. ბავშვობა და ახალგაზრდობა თელავში გაატარა. წლების მანძილზე აგროვებდა ფერწერულ ტილოებს და ბოლოს იგი გახდა ბრწყინვალე კოლექციის მფლობელი, რომელიც უსასყიდლოდ გადმოსცა თავის მშობლიურ ქალაქს. მას…

ივანე (ვანო) პატარიძე

ივანე (ვანო) პატარიძე (1897 – 1956) – მოქანდაკე. დაიბადა ქუთაისში, სწავლობდა ქუთაისის რეალურ გიმნაზიაში, შემდეგ გადმოდის თბილისში. 1922 წელს ირიცხება ახალგახსნილ სამხატვრო აკადემიაში, რომელიც 1928 წელს დაამთავრა, ასევე, 1931 წელს…

ფარნაოზ ლაპიაშვილი

ფარნაოზ ლაპიაშვილი (დ. 9 მაისი, 1917, სოფ. მირზაანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი — გ. 25 ივლისი, 1994, თბილისი) – თეატრალური მხატვარი, საქართველოს სახლახო მხატვარი. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და მთელი…

ოთარ ლითანიშვილი

ოთარ ლითანიშვილი (1923-2003) – საქართველოს სახალხო მხატვარი, თბილისის მთავარი მხატვარი. ქალაქ თბილისის ყოფილი მერი 1992-1993 წლებში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ჯემალ ლოლუა

ჯემალ ლოლუა (1932-2001) – საქართველოს სახალხო მხატვარი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1963 წელს. 1957 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. პერსონალური: საგამოფენო დარბაზი “მერანი”(1970), საბავშვო წიგნის მხატვართა მოსკოვის საერთაშორისო გამოფენა(1972),…

ქეთევან მაღალაშვილი

ქეთევან მაღალაშვილი (დ. 7 აპრილი, 1894, ქუთაისი — გ. 30 მაისი, 1973, თბილისი) – ფერმწერი-პორტრეტისტი, საქართველოს სახალხო მხატვარი. 1911 წელს შევიდა სახვითი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების სკოლაში. 1915 წელს სწავლა…

იაკობ ნიკოლაძე

იაკობ ნიკოლაძე (დ. 16 მაისი/28 მაისი, 1876, ქუთაისი — გ. 10 მარტი, 1951, თბილისი) – მოქანდაკე, ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1946), სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი…

ვლადიმერ ქიქოძე

ვლადიმერ ქიქოძე (1912-1989) მხატვარი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.