კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სამხედროები

  • Home
  • ლეო კერესელიძე

ლეო კერესელიძე

ლეო კერესელიძე (დ. 1885 — გ. 23 ნოემბერი, 1943, ბერლინი) – სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი; ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გენერალი. 1905-1906 წლებში კერესელიძე მონაწილეობდა რუსეთის ჰეგემონიის წინააღმდეგ გამოსვლებში. სახელი…

გიორგი ჩიგოგიძე

გიორგი ჩიგოგიძე (1917-1979) – კავშირგაბმულობის ჯარების გენერალ-მაიორი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, სსრკ შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის ჯარების უფროსის მოადგილე (1960-1973) დაკრძალულია მოსკოვში, კუნცევოს სასაფლაოზე. ფოტო აღებულია საიტიდან: Космический мемориал.

ვასილ კარგარეთელი

ვასილ კარგარეთელი (1880-1946) – გენერალი, ორგანიზაცია «თეთრი გიორგის» დამაარსებელი, თეირანის საპატიო მოქალაქე. დაიბადა 1880 წლის 29 ივლისს. განათლება მიიღო ტფილისის 1-ლ კლასიკურ გიმნაზიასა და მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში. 1918 წლამდე იმყოფებოდა…

სიმონ გირგოლავა

სიმონ გირგოლავა (1881-1957) – ქირურგი, სამედიცინო სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაიბადა თბილისში. 1904 წელს დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო სამხედრო-სამედიცინო აკადემია. ქირურგის რანგში მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში, ხალხინ…

ლევან იაშვილი

ლევან იაშვილი (დ. 1768; გ. 19 აპრილი, 1836) – რუსეთის არმიის არტილერიის გენერალი (1819). 1786 დაამთავრა არტილერიის კადეტთა კორპუსი. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1787-1791) დროს მონაწილეობდა კინბურნის დაცვასა და ოჩაკოვის გარემოცვაში, 1792-1795…

ვასილ მჟავანაძე

ვასილ მჟავანაძე (დ. 20 სექტემბერი, 1902, ქუთაისი — გ. 31 აგვისტო, 1988, მოსკოვი) – საბჭოთა პარტიული მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1944), სოციალისტური შრომის გმირი (1962). 1914-1924 წლებში მუშაობდა მუშად ხონში. 1924 წლიდან…

ილია რაზმაძე

ილია რაზმაძე (1899-1953) – გენერალ-მაიორი. თბილისის გარნიზონის კომენდანტი (1941-1942), მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში სამეთაურო თანამდებობაზე, დაჯილდოებულია 5 ორდენით და 5 მედლით. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

გივი ყვარელაშვილი

გივი ყვარელაშვილი (დ. 5 სექტემბერი, 1945, თბილისი — გ. ივლისი, 2011) – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1998), პოლიციის გენერალ-მაიორი (1994), საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გიორგი ყუფარაძე

გიორგი ყუფარაძე (1902-1954) – გენერალ-მაიორი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოადგილე და თბილისის გარნიზონის უფროსი (1949-1954). დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

ვლადიმერ ზარელუა

ვლადიმერ ზარელუა (1903-1979) – გენერალ-მაიორი. სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი, ასრულებდა სპეცდავალებებს უკრაინის და იმიერბაიკალეთის ფრონტზე (1944-1945), საქართველოს წყალზე მაშველი საზოგადოების თავმჯდომარე (1973-1979) დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.