კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ ლეჟავა

ნიკოლოზ ლეჟავა (დ. 13 თებერვალი, 1883, თბილისი — გ. 5 იანვარი, 1927) – ინჟინერ-მშენებელი. დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკური სასწავლებელი და 1903 წელს დაინიშნა შორაპანში ამიერკავკასიის რკინიგზის მეოთხე სალიანდაგო უბანზე უფროს…

გიორგი ლეჟავა

გიორგი ლეჟავა (დ. 4 ივლისი, 1903, სოფ. ლახუნდერი, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — გ. 6 იანვარი, 1977, თბილისი) არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1929 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და…

ზურაბ ლეჟავა

ზურაბ ლეჟავა (1925-2011) – საქართველოს სახალხო მხატვარი. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი.1952-­55 წლებში იყო ჟურნალ “მეცნიერება და ტექნიკის” რედაქტორი, 1955­-58 წლებში “დროშის” რედაქტორი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა…

ჯუმბერ ლეჟავა

ჯუმბერ ლეჟავა (დ. 23 ივლისი, 1939 — გ. 25 ივლისი 2014) მოგზაური და რეკორდსმენი. დაიბადა თბილისში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. 1987 წელს გადატანილი მუცლის ღრუს მძიმე…

ვლადიმერ ლეჟავა

ვლადიმერ ლეჟავა (1901-1968) კონტრ-ადმირალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ბალტიის ფლოტის სარდლის მოადსგილე (1954-1960), დაჯილდოებულია 6 ორდენით და 8 მედლით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

მიხეილ მგალობლიშვილი

მიხეილ მგალობლიშვილი (მგალობელი) (დ. 1887, ქუთაისი — გ. 1931, თბილისი) – ექიმი, პროფესორი (1930). 1904 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და უმაღლესი სამედიცინო განათლების მისაღებად ვენაში გაემგზავრა. დიდად განსწავლული სპეციალისტი სამშობლოში…

ნოდარ მგალობლიშვილი

ნოდარ მგალობლიშვილი (1927-2000) – არქიტექტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი 1952 წელს. 1952-1962წწ. იყო მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტის არქიტექტორი, სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1961-1970წწ. “თბილზნიიეპის” არქიტექტორი; 1970-1977წწ. თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური…

გიორგი მგალობლიშვილი

გიორგი მგალობლიშვილი (მგალობელოვი) (1865-1921) – გენერალ-მაიორი, ამიერკავკასიის მხარის სამხედრო-საფოსტო კავშირის უფროსი (1914), კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის გენერალი (1916), “სტატსკი სოვეტნიკი” 1910 წლიდან. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

სოფრომ მგალობლიშვილი

სოფრომ მგალობლიშვილი (დ. 20 ივლისი, 1851, სოფ. დირბი, ქარელის მუნიციპალიტეტი — გ. 30 ნოემბერი, 1925, თბილისი) – მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა 1873 წელს თბილისის სასულიერო სემინარია, დაბრუნდა მშობლიურ…

ნოდარ მგალობლიშვილი

ნოდარ მგალობლიშვილი (დ. 15 ივლისი, 1931, გომბორი, საგარეჯოს რაიონი — გ. 26 მარტი, 2019, თბილისი) – თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი. 1954 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, მგალობლიშვილი მსახიობად…