კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შოთა ხაჯალია

შოთა ხაჯალია (1917-1991) – საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1939 წელს. 1939-1952 წლებში იყო გორის თეატრის მსახიობი, 1952-1968 წლებში ქუთაისის, 1969-1979 წლებში თბილისის მუსკომედიის, ხოლო 1979…

ალექსანდრე (ალე) ომიაძე

ალექსანდრე (ალე) ომიაძე (დ. 21 აგვისტო 1902, ჭიბრევი, ონის მუნიციპალიტეტი — გ. 27 ივლისი 1972, თბილისი) ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1916-1923 წლებში სწავლობდა ხაშურის გიმნაზიაში. აქვე…

მიხეილ კალატოზიშვილი (კალატოზოვი)

მიხეილ კალატოზიშვილი (კალატოზოვი) (დ. 28 დეკემბერი , 1903, თბილისი — 26 მარტი, 1973, მოსკოვი) ქართველი კინორეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1969). კარიერის დასაწყისში კალატოზიშვილი მუშაობდა ფირის დამწებებლად, კინომექანიკოსად, მძღოლად, ლაბორანტად, მემონტაჟედ,…

ნიაზ დიასამიძე

ნიაზ დიასამიძე (1927-1970) – ხელოვანი, თბილისის კოლორიტი. თანამშრომლობდა გაზეთ „თბილისის“, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“, ჟურნალ „ნიანგის“ რედაქციებთან. მუშაობდა სახელმწიფო ფილარმონიაში და საქართველოს ტელევიზიაში. ნიაზ დიასამიძე უკრავდა ფორტეპიანოზე, აქანდაკებდა და წერდა ლექსებს.…

ტარიელ შარიფაშვილი

ტარიელ შარიფაშვილი (დ. 20 დეკემბერი, 1960, სოფ. ზემო ხანდაკი, კასპის მუნიციპალიტეტი, — გ. 25 სექტემბერი, 1993, სოხუმი) – სამხედრო მეთაური, პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის (1992-1993) მონაწილე. გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის…

გურამ თამაზაშვილი

გურამ თამაზაშვილი (1953-2009) მომღერალი. ანსამბლ “ქართული ხმების” სოლისტი. დაკრძალულია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა სამებაში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა მერაბ ბლადაძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

რევაზ ბაირამაშვილი-თარხნიშვილი

რევაზ ბაირამაშვილი-თარხნიშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1929, თბილისი, — გ. 30 მაისი, 2012) – არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1959). 1953 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1953-იდან მუშაობს “თბილქალაქპროექტში” (1979-იდან – პროექტის…

ეკატერინე თარხნიშვილი–გაბაშვილი

ეკატერინე თარხნიშვილი–გაბაშვილი (დ. 16 ივნისი, 1851, გორი — გ. 7 აგვისტო, 1938, სოფ. ახალქალაქი, კასპის მუნიციპალიტეტი) – მწერალი და საზოგადო მოღვაწე. 1869 წელს დაამთავრა ფავრის კერძო პანსიონი თბილისში (1868). პირველი…

ივანე თარხნიშვილი

ივანე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი, თარხანოვი; 1846, თბილისი, – 1908, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) ფიზიოლოგი. 1863-1864 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. 1869 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. მეცნიერული მუშაობა ფიზიოლოგიაში სტუდენტობიდანვე…

მიხეილ თარხნიშვილი

მიხეილ თარხნიშვილი (1897-1958) თეოლოგი, მკვლევარი, სასულიერო პირი, ფილოლოგი. დაიბადა ახალციხეში. აწყებითი განათლება სკრას სახალხო სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც, 1913 წელს, ქართველმა კათოლიკე ბერებმა სტამბოლში არსებულ სამონასტრო სკოლაში (ფერი-ქოა) სასწავლებლად შეარჩიეს.…