კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თამარ თარხნიშვილი

თამარ თარხნიშვილი (1910-1984) მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. გადაღებულია ფილმში “ხარება და გოგია”. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მომღერალი – მარო თარხნიშვილი (1891-1969)

ბენიამინ „ბენო“ გორდეზიანი

ბენიამინ „ბენო“ გორდეზიანი (დ. 13 მარტი, 1894 — გ. 1975) – მხატვარი, მწერალი, პუბლიცისტი. მისსავე თქმით, იყო „ქართული ფუტურიზმის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი“. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია;…

იოსებ ტატიშვილი

იოსებ ტატიშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1886, თბილისი — გ. 21 ივლისი, 1952, იქვე) მწერალი, ენათმეცნიერი. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია, ხოლო 1915 წელს — მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. თავისი პირველი მოთხრობა…

ნუგზარ ტატიშვილი

ნუგზარ ტატიშვილი (დ. 20 ივლისი, 1933, თბილისი; გ. 2004) მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1957–1968 წლებში იყო სამედიცინო…

გიორგი ტატიშვილი

გიორგი ტატიშვილი (1921-1984) – საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1947 წელს. 1945 წლიდან იყო თეატრის მსახიობი. თამაშობდა სხვადასხვა სტილისა და ხასიათის როლებს. კინოში იღებენ 1984 წლიდან.…

ერეკლე ტატიშვილი

ერეკლე ტატიშვილი (დ. 28 აგვისტო, 1884, გორი – გ. 1946) ქართული კულტურის მოღვაწე, ერუდიტი და პოლიტოლოგი. სწავლობდა ელიზავეტპოლის გიმნაზიაში. 1904-1906 წლებში სწავლას განაგრძობს ლაიფციგის უნივერსიტეტში. ბრუნდება კურსის დაუმთავრებულად. ორჯერ აპატიმრებენ…

ცისანა ტატიშვილი

ცისანა ტატიშვილი (1937-2017) საოპერო პრიმადონა (ლირიკო-დრამატული სოპრანო), საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1973), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1979). ცისანა ტატიშვილი, რიხარდ შტრაუსის „სალომეას“ პარტიის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო შემსრულებელია…

გრიგოლ ვენაძე (ინაშვილი)

გრიგოლ ვენაძე (ინაშვილი) (დ. 25 იანვარი, 1896, თბილისი — გ. 22 ივლისი, 1968, იქვე) მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1913 წლიდან მონაწილეობს ნაძალევიდეს სცენისმოყვარულთა დრამატული წრის სპექტაკლებში, კარგი ხმის წყალობით პარალელურად,…

ლექსო თორაძე

ლექსო თორაძე (1952-2022) – მუსიკოსი. დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში. 1983 წლიდან მუსიკოსი ცხოვრობს აშშ-ში და ეწევა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ…

ოთარ ჭელიძე

ოთარ ჭელიძე (1925-1998) პოეტი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1948 წელს, ხოლო 1952 წელს – მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. მუშაობდა გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტისა” და ჟურნალ “ნიანგის” რედაქციაში.…