კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ბაჩი ქიტიაშვილი

ბაჩი ქიტიაშვილი (1946-2016) – როკ-მუსიკოსი. გიტარაზე დაკვრა დაიწყო 14 წლის ასაკში, 1962 წელს ქარხნის კლუბის სარდაფში მისი თაოსნობითა და ხელმძღვანელობით შეიკრიბა ოთხი მუსიკოსი და შეიქმნა ჯგუფი “ვარაზი”, რომლის ბაზაზეც აღმოცენდა…

ამირან ცამციშვილი

ამირან ცამციშვილი (1923-2006) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1950 წელს. სწავლობდა ქართული კულტურის და ქართველთა წვლილს მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაში, გამოქვეყნებული აქვს…

თამაზ დიასამიძე

თამაზ დიასამიძე (1959-2026) – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. საქართველოს პარლამენტის სამგზის მოწვევის დეპუტატი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი და ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგოგიისა…

ილარიონ (ილია) გოცირიძე

ილარიონ (ილია) გოცირიძე (დ. 15 იანვარი, 1897, სოფ. ხოტევი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 22 მარტი, 1968, მოსკოვი) – მშენებელი ინჟინერი, მოღვაწეობდა რუსეთში. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო–სატრანსპორტო ინსტიტუტი 1929 წელს. 1929-1933…

სიმონ გირკელიძე

სიმონ გირკელიძე (1939-2020) – მოქანდაკე, მხატვარი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი მხატვარ გრაფიკოსის სპეციალობით 1970 წელს. მუშაობდა ძირითადად ქანდაკების ჟანრში. ამის პარალელურად, ფერწერულ ნამუშევრებსაც ქმნიდა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა…

გივი ინანიშვილი

გივი ინანიშვილი (1937-2022) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს. 1987 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ­განყოფილების გამგე; 1993 წლიდან სა­ქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის…

ანზორ დოლენჯაშვილი

ანზორ დოლენჯაშვილი (დ. 5 ოქტომბერი, 1954, სოფ. კარდანახი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, — გ. 8 აპრილი, 2022) – რეჟისორი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.…

თენგიზ მუშკუდიანი

თენგიზ მუშკუდიანი (დ. 12 ივნისი, 1927, თბილისი — გ. 2 ივლისი, 2023) – საოპერო მომღერალი (ბანი), მსახიობი, პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1965), ღირსების ორდენის კავალერი (1996). 1951 წელს დაამთავრა თბილისის…

გიული დარახველიძე

გიული დარახველიძე (1932-2020) – მომღერალი, მუსიკოსი. გიული დახარველიძემ სტუდენტობის პერიოდში ჩამოაყალიბა გიტარისტთა ანსამბლი; მუშაობდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ინგლისური ენის უფროს მასწავლებლად; იყო ტრიო „სამაიას“ წევრი. დაკრძალულია მახათას პანთეონში.

ილია II

ილია II (1933-2026) – უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი. ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში. საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან ამბები.გე