ომარ ჭკადუა
ომარ ჭკადუა (1949-2020) – მედიცინის დოქტორი, სპორტის ოსტატი სამბოსა და თავისუფალ ჭიდაობაში. ომარ ჭკადუა 12 წლის განმავლობაში თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი იყო, მოგვიანებით კი მშობლიურ მესტიას დაუბრუნდა და ადგილობრივ საავადმყოფოში…
ქსენია ცხაკაია
ქსენია ცხაკაია (დ. 28 სექტემბერი, 1900, სოჭი — გ. 17 ივნისი, 1982, თბილისი) – მცენარეთა ფიზიოლოგი, მცენარეთა ფიზიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი (1962) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1965). 1936 წლიდან იყო…
ზურაბ ცხაკაია
ზურაბ ცხაკაია (1930-1998) – ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სამედიცინო ბიოლოგიური მეცნიერების აკადემიის წევრი. 1954–1958წწ. მუშაობდა ბორჯომის რაისაავადმყოფოს ქირურგად; 1958–1961წწ. იყო ქ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის ასპირანტი;…
სერგო დადვანი
სერგო დადვანი (1950-2000) – რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, რუსეთის დამსახურებული ექიმი. 1974 წელს დაამტავრა მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტი. მოსკოვის სამედიცინო აკადემიის კლინიკის დირექტორი. იყო პროფესიონალი ავტომრბოლერი. სსრკ-ს ნაკრების წევრი. დაკრძალულია…
ალექსანდრე ედიბერიძე
ალექსანდრე ედიბერიძე (1898-1985) – ქირურგ-სტომატოლოგი, ქირურგიული სტომატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1943), პროფესორი(1943). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1929-1933წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის თერაპიული და…
ლევან გელაძე
ლევან გელაძე (1932-1963) – პოეტი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე. 1951-1957 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე. დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში. 1959 წელს მიიღეს საკავშირო მწერალთა…
ლადო აღნიაშვილი
ლადო აღნიაშვილი (დ. 7 თებერვალი, 1860, სოფ. შილდა, ყვარლის რაიონი ― გ. 23 აპრილი, 1904, თბილისი) – გამოჩენილი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ლინგვოდიდაქტიკოსი და ლექსიკოგრაფი, ეთნოგრაფი, ფოლკროლისტი და პუბლიცისტი დაამთვრა თელავის…
ატო აღნიაშვილი
ატო აღნიაშვილი (1905-1930) – მთამსვლელი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი. ბავშვობა შვეიცარიაში გაატარა, სადაც ზედმიწევნით შეისწავლა ფრანგული ენა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დროს, გიორგი ნიკოლაძის რჩევით, ფრანგულიდან თარგმნა ინჟინერ…
ნოდარ აკობია
ნოდარ აკობია (1949-2022) – მწვრთნელი. სხვადასხვა წლების განმავლობაში „ლოკომოტივს“, თბილისის „დინამოს“, საქართველოს ფეხბურთელთა 17-წლამდე ნაკრებს წვრთნიდა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
იური აროშიძე
იური აროშიძე (1929-2010) – ფრენბურთელი, 1960 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, რუსეთის დამსახურებული მანქანათმშენებელი. დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ფრენბურთის თამაში დაიწყო ლენინგრადში. იყო საბჭოტა კავშირის ნაკრების წევრი. დაკრძალულია სანკტ…