კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თენგიზ სარდანაშვილი

თენგიზ სარდანაშვილი (1960-2008) – ბათუმის თოჯინების თეატრის მსახიობი. აჭარის ა.რ.-ის დამსახურებული არტისტი. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

აკაკი ხორავა

აკაკი ხორავა (დ. 17 აპრილი, 29 აპრილი, 1895, სოფ. ოჩხომური, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი ― გ. 23 ივნისი, 1972, თბილისი) – მსახიობი და პედაგოგი. ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1936).…

რევაზ თარხან–მოურავი

რევაზ თარხან–მოურავი (1923-1993) – საქართველოს სახალხო მხატვარი. 1958 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1949 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო, საზღვარგარეთის გამოფენებში. 1964 საქართველოს დამსახურებული მხატვარი. მნიშვნელოვანი გამოფენები: 1959 ახალგაზრდობისადმი მიძღვნილი…

გიორგი თარხან-მოურავი

გიორგი თარხან-მოურავი (1841-1911) – გენერალ-მაიორი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, კავკასიის სამხედრო ოლქის გენერალური შტაბის მთავარი სამობილიზაციო სამმართველოს უფროსი (1881-1890), ქართული საადგილმამულო ბანკის დირექტორი (1890-1894), მომრიგებელი (1895). დაკრძალულია სოფელ ახალქალაქის საგვარეულო აკლდამაში,…

დიმიტრი თაყაიშვილი

დიმიტრი თაყაიშვილი (1919-1998) – საქართველოს სახალხო მხატვარი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, 1944 წლიდან მოსკოვშია, მუშაობდა მოსკოვის მოძრავი მუსიკალური თეატრის მთავარ მხატვრად. 1952 წლიდან ქუთაისის თეატრის…

ალექსანდრე თაყაიშვილი

ალექსანდრე თაყაიშვილი (დ. 29 სექტემბერი, 1895, დაბა აღბულახი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი — გ. 30 ოქტომბერი, 1958, თბილისი) – რეჟისორი და მსახიობი, თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის დამაარსებელი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1914…

ვიქტორ ლესელიძე

ვიქტორ ლესელიძე (დ. 7 იანვარი 1907, ოზურგეთი — გ. 28 ივნისი 1944) – საბჭოთა კავშირის გმირი (1944 წ.). დაიბადა 1907 წ. 7 იანვარს ქალაქ ოზურგეთში, გურიაში, ქათაისის გუბერნიაში, რუსეთის იმპერიაში…

კონსტანტინე ლესელიძე

კონსტანტინე ლესელიძე (დ. 2 ოქტომბერი/15 ოქტომბერი, 1903, სოფ. ხვარბეთი, ოზურგეთის მაზრა — გ. 21 თებერვალი, 1944, მოსკოვი) – მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, მე-18 სადესანტო არმიის სარდალი, საბჭოთა კავშირის გმირი. 1938 წელს დატოვა…

საბა კლდიაშვილი

საბა კლდიაშვილი (1873-1905) – მეცნიერი, პუბლიცისტი, ქიმიკოსი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება 1899 წელს. რამდენჯერმე იყო მივლინებული ბერლინისა და გეტინგენის უნივერსიტეტებში; გააკეთა მრავალი, უმეტესწილად ძნელი ორგანული სინთეზი და…

სერგო კლდიაშვილი

სერგო კლდიაშვილი (დ. 6 ოქტომბერი, 1893, სოფ. ზემო სიმონეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი — გ. 14 ოქტომბერი, 1986, თბილისი) – პოეტი, მწერალი, ნოველისტი. იყო ქართველი სიმბოლისტების ლიტერატურული ჯგუფის “ცისფერყანწელთა” წევრი. დაიბადა დავით…