კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გ

  • Home
  • ნიკოლოზ გუდიაშვილი

ნიკოლოზ გუდიაშვილი

ნიკოლოზ გუდიაშვილი (1913-1998) – კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს. 1937 წლიდან იყო პედაგოგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1981 წლიდან კი პროფესორი; მუშაობდა…

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი (1896-1980) – საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1914 ჟურნალ “თეატრსა და ცხოვრებაში” დაიბეჭდა მისი პირველი ნახატები. 1919 წელს მონაწილეობდა რესტორან “ქიმერიონის” მოხატვაში (თბილისი), ქართველ…

ბარბარე (ბაბო) გამრეკელი

ბარბარე (ბაბო) გამრეკელი (დ. 3 ივნისი, 1893, ქუთაისი — გ. 15 ოქტომბერი, 1970, თბილისი) – მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. მასნ სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1913 წელს მოსკოვში კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით ე.წ.…

ირაკლი გამრეკელი

ირაკლი გამრეკელი (დ. გორი, 6 მაისი, 1894 — გ. 1943)- სცენოგრაფი, ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1911–1917 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სამხატვრო განათლება მიიღო თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასთან არსებულ…

დავით გამრეკელი

დავით გამრეკელი (დ. 27 ივლისი, 1911, ჭიათურა — გ. 28 ნოემბერი, 1977, მოსკოვი) – საოპერო მომღერალი, ბარიტონი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, პროფესორ ვრონსკის კლასით. 1937 წელს მოსკოვში,…

ლილი გეგელია

ლილი გეგელია (1923-2000) – მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელბწიფო უნივერსიტეტიs ისტორიული ფაკულტეტი; თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1942 წელს(ვოკალური). 1954 წლიდან იყო საქართველოს რადიოს, ხოლო 1956 წლიდან…

კომანდო გოგელია

კომანდო გოგელია (დ. 6 სექტემბერი, 1878, ოზურგეთი — გ. 21 დეკემბერი, 1924, თბილისი) რევოლუციონერი, ანარქისტი. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ ქუთაისის საულიერო სემინარია. 1897 წელს გაემგზავრა საფრანგეთში, შევიდა ქ. ნანსის…

გრიგოლ გრიგორაშვილი

გრიგოლ გრიგორაშვილი (დ. 18 ივლისი, 1905, ქუთაისი — გ. 1 ივნისი, 1962, თბილისი) – საოპერო თეატრის სოლისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1958). დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის…

ჰამლეტ გონაშვილი

ჰამლეტ გონაშვილი (დ. 20 ივნისი, 1928, ანაგა — გ. 1985, ანაგა) მომღერალი (ტენორი), სახალხო მოლექსე, მასწავლებელი, ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული. ჰამლეტ გონაშვილი დაიბადა სოფელ ანაგაში. მუშაობდა თბილისის ტურისტულ ბიუროში…

ინოლა გურგულია

ინოლა გურგულია (დ. 25 ივლისი, 1929 — გ. 9 აპრილი 1977) კომპოზიტორი, პოეტი, მომღერალი. 1952 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. აქვე მან გ. დარახველიძესა და…