კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • ლევან გურიელი

ლევან გურიელი

ლევან გურიელი (1824-1888) – გენერალ-ლეიტენანტი, ყირიმის და რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, გურიის და იმერეთის რაზმის უფროსი (1877-1878), ბათუმის ოლქის უფროსის მოადგილე (1878), ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი (1853-1855). დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში.

ნოდარ გუჯაბიძე

ნოდარ გუჯაბიძე (1929-2015) – გენერალ–მაიორი, ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის უფროსი. დაამთავრა თბილისის ქვეითი ჯარების სასწავლებელი 1950 წელს; ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1965 წელს; ვოროშილოვის სახელობის სსრკ შეიარაღებული გენშტაბის სამხედრო აკადემია…

ალიოშა გობრონიძე

ალიოშა გობრონიძე (1925-1984) – მილიციის გენერალ-მაიორი, შსს დამსახურებული მუშაკი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა მინისტრი (1974-1980) დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.

ივანე გოლაშვილი

ივანე გოლაშვილი (1975-2017) – კაპიტანი, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსანი. ვანო გოლაშვილი 22 ნოემბერს ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. დაკრძალულია მუხათგვერდში, საძმო სასაფლაოზე.

გივი გაბლიანი

გივი გაბლიანი (დ. 19 დეკემბერი, 1915, მულახი, მესტიის მუნიციპალიტეტი, — გ. 27 აპრილი, 2001, ნორზ-ადამსი, მასაჩუსეტსი, აშშ) — სამხედრო მოღვაწე, ექიმი, მემუარისტი. დაიბადა სვანი საზოგადო მოღვაწის ეგნატე გაბლიანის ოჯახში. სწავლობდა…

ლავრენტი გოლიაძე

ლავრენტი გოლიაძე (1909-1973) – ავიაციის გენერალ–მაიორი. დაამთავრა ბაქოს 26 კომისრის სახელობის ქვეითთა სკოლა 1931 წელს; კიევის საავიაციო სკოლა 1938 წელს; კ. ვოროშილოვის სახელობის უმაღლესი სამხედრო აკადემია 1951 წელს. 1961-1963წწ. იყო…

გრიგოლ გველესიანი

გრიგოლ გველესიანი (დ. 18 სექტემბერი, 1870, ქუთაისი — გ. 17 იანვარი, 1926, თბილისი) – პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის…

ივანე გვარამაძე

ივანე გვარამაძე (1831-1912) – ეთნოლოგი, მწერალი, პუბლიცისტი. დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ სწავლობდა კონსტანტინოპოლის სასულიერო სასწავლებელში, სადაც 1850 წელს დაარსებული იყო სამონასტრო სასწავლებელი “ფერიქოა”; სწავლა განაგრძო ვატიკანის, იტალიისა და საფრანგეთის სასულიერო-კათოლიკურ…

გაბრიელ აღმსარებელი

წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე; დ. 26 აგვისტო, 1929 — გ. 2 ნოემბერი, 1995) – ქართველი საეკლესიო მოღვაწე — არქიმანდრიტი, ბერი. ქართველი წმინდანი. საქართველოს მართლმადიდებელმა…

სანდრო გირგვლიანი

სანდრო გირგვლიანი (1978-2006) – “გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე — ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. 2006 წლის 28 იანვარს მომხდარმა მკვლელობამ…