კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • ნოდარ მგალობლიშვილი

ნოდარ მგალობლიშვილი

ნოდარ მგალობლიშვილი (1927-2000) – არქიტექტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი 1952 წელს. 1952-1962წწ. იყო მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტის არქიტექტორი, სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1961-1970წწ. “თბილზნიიეპის” არქიტექტორი; 1970-1977წწ. თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური…

გიორგი მგალობლიშვილი

გიორგი მგალობლიშვილი (მგალობელოვი) (1865-1921) – გენერალ-მაიორი, ამიერკავკასიის მხარის სამხედრო-საფოსტო კავშირის უფროსი (1914), კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის გენერალი (1916), “სტატსკი სოვეტნიკი” 1910 წლიდან. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

სოფრომ მგალობლიშვილი

სოფრომ მგალობლიშვილი (დ. 20 ივლისი, 1851, სოფ. დირბი, ქარელის მუნიციპალიტეტი — გ. 30 ნოემბერი, 1925, თბილისი) – მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა 1873 წელს თბილისის სასულიერო სემინარია, დაბრუნდა მშობლიურ…

ნოდარ მგალობლიშვილი

ნოდარ მგალობლიშვილი (დ. 15 ივლისი, 1931, გომბორი, საგარეჯოს რაიონი — გ. 26 მარტი, 2019, თბილისი) – თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი. 1954 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, მგალობლიშვილი მსახიობად…

ალექსი მიმინოშვილი

ალექსი მიმინოშვილი (დ. 3 ნოემბერი, 1911, სოხუმი — გ. 12 თებერვალი, 1967, თბილისი) – არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სსრ კავშირის სახელმწიო პრემიის ლაურეატი (1950). ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები სოხუმში,…

რომან მიმინოშვილი

რომან მიმინოშვილი (1928-1998) მწერალი, მთარგმნელი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, იყო 1994-1998 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

დიმიტრი მინდიაშვილი

დიმიტრი მინდიაშვილი (1933-2021) ჭიდაობის მწვრთნელი, ექვსი ოლიმპიური ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი თავისუფალ ჭიდაობაში, მწრთვნელი, კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის მრჩეველი სპორტისა და ფიზიკური კულტურის დარგში. კრასნოიარსკის მხარის პრეზიდენტი თავისუფალ…

არჩილ მინდიაშვილი

არჩილ მინდიაშვილი (დ. 1 მარტი, 1951, თბილისი, — გ. 2 აპრილი, 2020) – არქიტექტორი; საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის და საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი. დაამთავრა საქართველოს…

შოთა მამულაძე

შოთა მამულაძე (1952-2024) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიბადა 1952 წლის 9 მაისს, შუახევის რაიონ სოფელ ნენიაში. 1959-1967 წლებში სწავლობდა ნენიის რვაწლიან სკოლაში, ხოლო 1967-1969 წლებში შუახევში, სადაც საშუალო სკოლა…

მინდია მოსაშვილი

მინდია მოსაშვილი (დ. 7 იანვარი, 1928, თბილისი — გ. 17 თებერვალი, 1982) მწერალი და ჟურნალისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო ქართულ პრესაში. შემდეგ ადმინისტრაციულ თანამდებობაზეა, ხოლო…