კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • თენგიზ შავგულიძე

თენგიზ შავგულიძე

თენგიზ შავგულიძე (1923-1987) – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, პარტიზანი, იარაღის კონსტრუქტორი. რუსეთის ფედერაციის დამსახურებელი გამომგონებელი. დაასრულა მოსკოვის ელექტრომექანიკური ინსტიტუტი, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 1937 წელს, 1942 წელს ჩავარდა ტყვედ, მაგრამ ტყვეობას…

შოთა შავგულიძე

შოთა შავგულიძე (დ. 10 მარტი, 1915, გალი — გ. 22 იანვარი, 1963, თბილისი) – ფეხბურთელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი. კარიერა დაიწყო 1927 წელს თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდულ…

ნევრესტან შაშიკაშვილი

ნევრესტან შაშიკაშვილი (დ. 24 აპრილი, 1901, სოფ. ქედქედი, ხელვაჩაურის რაიონი — გ. 9 აპრილი, 1976, თბილისი) – ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. საშუალო განათლება მიიღო…

ანტონინა შუბლაძე

ანტონინა შუბლაძე (1909-1993) მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ეპიდემოლოგი, საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპოდენტი. სტალინური პრემიის ლაურეატი. დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტრის სასაფლაოზე.

ალექსი შუშანია

ღირსი მამა მღვდელმონაზონი ალექსი შუშანია (დ. 23 სექტემბერი, 1852, ნოქალაქევი — გ. 31 იანვარი, 1923) საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 31 იანვარი (ძვ. სტ. 18 იანვარი).…

პლატონ შუშანია

პლატონ შუშანია (დ. 17 ოქტომბერი, 1894, ქუთაისი — გ. 21 მარტი, 1971, თბილისი) მეან-გინეკოლოგი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე,…

პეტრე შარია

პეტრე შარია (დ. 1902 — გ. 1983) საბჭოთა პარტიული და პოლიტიკური მოხელე, ლავრენტი ბერიას გარემოცვის წევრი. 1920 წ. შეუერთდა ბოლშევიკურ პარტიას, რომლის საქმიანობა დამოუკიდებელ საქართველოში საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლობასთან იყო კოორდინირებული.…

იგორ შხვაცაბაია

იგორ შხვაცაბაია (1928-1988) მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი, კარდიოლოგი. დაკრძალულია მოსკოვში. ნოვოდევიჩის სასაფლაოზე. მასთან ერთად დაკრძალულია – კონსტანტინე შხვაცაბაია (1896-1960) – თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

პეტრე შკვარკვინი

პეტრე შკვარკვინი (1892-1950) ექიმი. ნინო სალიას მამობილმა (თეთრმა ოფიცერმა) რევოლუციის დაწყებისას გააპარა პოლონეთში, სადაც ცხოვრობდა რამდენიმე წლის განმავლობში. იქვე გაიცნო ნინო სალია, სადაც დაქორწინდნენ და მოგვიანებით პარიზში გადმოვდნენ საცხოვრებლად. საქართველოს…

ვახტანგ შამილაძე

ვახტანგ შამილაძე (1935-2010) – ეთნოლოგი, ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1958 წელს. 1959-1961წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1961-1964წწ. საქართველოს…