კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • მოსე შანიძე

მოსე შანიძე

მოსე შანიძე (1887-1951) იურისტი, აკაკი შანიძის ძმა ოქროს მედალზე დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ბრწყინვალედ იცოდა ფრანგული, გერმანული, ინგლისური და რუსული ენები. ივანე ჯავახიშვილის თხოვნით, ის ახალდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა,…

დიმიტრი შანიძე

დიმიტრი შანიძე (1937-2010) – ძალოსანი. XIX და XX ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1968, მეხიკო და 1972, მიუნხენი). მსოფლიოს ჩემპიონი (1973). დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. სსრკ ჩემპიონი 1969, 1970, 1971, 1972,…

აკაკი შანიძე

აკაკი შანიძე (1887, ქვემო ნოღა, ქუთაისის მაზრა — გ. 29 მარტი, 1987, თბილისი) – ენათმეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი…

გურამ შარაძე

გურამ შარაძე (დ. 17 ოქტომბერი 1940, გურიანთა, ოზურგეთის რაიონი — გ. 20 მაისი, 2007, თბილისი) ფილოლოგი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997). თსუ-ს დამთავრების შემდეგ…

პავლე შენგელია

პავლე შენგელია (დ. 25 მარტი, 1903, ქუთაისი — გ. 26 მაისი, 1971, თბილისი) ინჟინერ-ენერგეტიკოსი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი 1922 წლიდან იყო რიონჰესის მშენებლობის სამმართველოს საპროექტო განყოფილების ტექნიკოსი, შემდეგ ინჯინერი…

ალეკო შენგელია

ალეკო შენგელია (დ. 7 ნოემბერი, 1901, სოფ. ხაბუმე, ჩხოროწყუს რაიონი — გ. 7 მაისი, 1975, თბილისი) პოეტი. ალეკო შენგელიამ პირველი წიგნი 1940 წელს გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა ლექსებისა და პოემების კრებულები:…

გიორგი შენგელია

გიორგი შენგელია (1908-1981) საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მაიორი. 1944 წლის 2 იანვარს მიენიჭა გმირის წოდება, ქალაქ ხერსონისათვის მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის; დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

რამაზ შენგელია

რამაზ შენგელია (დ. 1 იანვარი, 1957, ქუთაისი — გ. 21 ივნისი, 2012, თბილისი) – ფეხბურთელი, თავდამსხმელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი. საქართველოს სპორტის რაინდი. იცავდა ქუთაისის…

მერი შერვაშიძე-ერისთავი

მერი შერვაშიძე-ერისთავი (დ. 1888, ბათუმი, — გ. 21 იანვარი, 1986, პარიზი) სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი, გადმოცემით გალაკტიონ ტაბიძის „მუზა“, სტამბოლში სილამაზის მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული 1921 წელს, კოკო შანელის მოდელი.…

გიორგი შხვაცაბაია

გიორგი შხვაცაბაია (1904-1993) – მეცნიერი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში, სპორტსმენი. საქართველოს მეცნიერთა აკადემიის წევრ-კორ. ტექნიკური მეცნიერების დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების და ტექნოლოგიების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი…