კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • ნიკოლოზ წულაძე

ნიკოლოზ წულაძე

ნიკოლოზ წულაძე (1898-1921) – უნტეროფიცერი. 1921 წლის მარტში, მონაწილეობდა ბათუმის თურქთაგან გათავისუფლებაში, სადაც დაიღუპა. დაკრძალულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვიანში. საფლავის ფოტო გადაიღო და მოგვაწოდა ბატონმა გიორგი აროშიძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

გოგი წერეთელი

გოგი წერეთელი (1944-2021) – დამსახურებული მხატვარი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება 1975 წელს; 1980 წელს სსრკ სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო. 1972-1976წწ. იყო გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოს” მხატვარი რედაქტორი;…

ზურაბ წერეთელი

ზურაბ წერეთელი (დ. 4 იანვარი, 1934, თბილისი — გ. 22 აპრილი, 2025) – მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, სახალხო მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ბროკპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,…

ზურაბ წიქარიძე

ზურაბ წიქარიძე (1959-1993) – ქვეყნის მთლიანობისთვის დაცემული. დაიბადა 1959 წლის 28 თებერვალს სოფელ ნაგომარში, დაამთავრა მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა, შემდეგ კი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. მუშაობდა სოხუმის გაზაპარატურის ქარხანაში. აფხაზეთში…

თამაზ წივწივაძე

თამაზ წივწივაძე (1941-2018) კრიტიკოსი, მწერალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1970 წელს. 1975 წლიდან იყო ჟურნალ “ცისკრის” დამატების – “ნობათის” რედაქტორი; 1978 წლიდან ამავე ჟურნალის პროზის განყოფილების გამგე; 1982…

ვასო წულაძე

ვასო წულაძე (1889-1969) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი. სწავლობდა ბათუმის გიმნაზიაში, 1906 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა “მენშევიკების” ფრაქციაში. 1911 წლიდან იყო ბათუმის სოციალ-დემოკრატიული…

სერგი წულაძე

სერგი წულაძე (დ. 7 სექტემბერი, 1917, თბილისი — გ. 2 ივლისი, 1977, მოსკოვი, რუსეთი) – ფსიქოლოგი, მთარგმნელი, მწერალი. წარმოშობით გურიის სოფელ ჭანჭათიდან. 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ემიგრაციაში…

ლიდია წირღვავა-ვერტინსკაია

ლიდია წირღვავა-ვერტინსკაია (1923-2013) მსახიობი და მხატვარი. დაიბადა ხარბინში (ჩინეთი), ქართველი რკინიგზელის ოჯახში. დადიოდა თავად წულუკიძის მიერ გახსნილ ქართულ საკვირაო სკოლაში. მამის გარდაცვალების შემდეგ ლიდია და დედამისი საცხოვრებლად შანხაიში გადავიდნენ, სადაც…

თეიმურაზ წიკლაური

თეიმურაზ წიკლაური (დ. 22 იანვარი, 1946, კოჯორი — გ. 1 თებერვალი, 2021, გორი) – საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ ივერიას წევრი. საქართველოს სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე. დაიბადა 1946…

პლატონ წიქორიძე

პლატონ წიქორიძე (დ. 9 მაისი, 1918, სოფ. ინტაბუეთი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 23 დეკემბერი, 1994) საბჭოთა კავშირის გმირი (17 ნოემბერი, 1942), პოლკოვნიკი (1964). 1939 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი.…