კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • ბაჩანა ბრეგვაძე

ბაჩანა ბრეგვაძე

ბაჩანა ბრეგვაძე (დ. 11 თებერვალი, 1936— გ. 14 თებერვალი, 2016, თბილისი) – ფილოსოფოსი, მთარგმნელი, მწერალი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი. 1973 წლიდან არის საქართველოს მწერალთა…

მარლენ ბარამია

მარლენ ბარამია (1984-2008) – კაპრალი, “შინდისის გმირი”. დაიბადა 1984 წლის 12 ნოემბერს ოჩამჩირის რაიონში. 2007 წლის მარტში კარანტინი გაიარა ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში, მაგრამ სავალდებულო სამხედრო სამსახურის არქონის გამო უარი…

თეიმურაზ ბერიძე

თეიმურაზ ბერიძე (1974-2008) – შინდისის გმირი. თემურ ბერიძე დაჭრილი ებრძოდა მტერს, სანამ სამიზნე არ დაადეს. შინდისში მტრის ალყაში მოქცეულს, სიცოცხლე სნაიპერმა მოუსწრაფა. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.

ბესარიონ ბიბინეიშვილი

ბესარიონ ბიბინეიშვილი (1964-2015) ექიმი, პოლიტიკოსი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1990 წელს. 1981- 1982 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის…

მერაბ ბალარჯიშვილი

მერაბ ბალარჯიშვილი (1947-2008) ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, პედაგოგი. 1990-1991წწ. საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, N17 თელავის საარჩევნო ოლქი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის…

ნიკოლოზ ბერუჩაშვილი

ნიკოლოზ ბერუჩაშვილი (დ. 21 აგვისტო 1947, თბილისი — გ. 23 მარტი 2006, თბილისი) – გეოგრაფი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1971 წელს დაიცვა…

ზარბეგ ბერიაშვილი

ზარბეგ ბერიაშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1939, ავჭალა, თბილისი — გ. 22 აპრილი, 2020, თბილისი) თავისუფალი სტილის მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1964). საბჭოთა კავშირის…

ანრი ბოგვერაძე

ანრი ბოგვერაძე (30. VIII. 1933, ზესტაფონი,— 18. IV. 2002, თბილისი) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1990). 1956 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1959-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში. 1995-იდან…

მარია ბაუერი

მარია ბაუერი (დ. 29 მაისი, 1909, თბილისი ― გ. 6 სექტემბერი, 1995, მოსკოვი) ბალეტის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955). 1923 წელს თბილისში დაამთავრა მ. პერინის ქორეოგრაფიული სტუდია. იმავე წელს ჩაირიცხა…

ეკა ბეჟანიშვილი

ეკა ბეჟანიშვილი (1973-1989) – 9 აპრილს დაღუპული გმირი. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მეათე კლასის მოსწავლე იყო. დაიღუპა 1989 წლის 9 აპრილს. დაკრძალულია თბილისში, ზღვის სასაფლაოზე.