კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • ანატოლი გვასალია

ანატოლი გვასალია

ანატოლი გვასალია (1940-2011) – პოლიგლოტი. მსოფლიოში სულ 22 კაცია, რომელთაც რამდენიმე ათეული ენა იციან. ამ უნიკალურ ადამიანთაგან კი ერთ-ერთი ქართველი პოლიგლოტი, ფოთელი 71 წლის ანატოლი გვასალიაც იყო. მისი ნიჭის შესახებ…

დავით გონდაური

დავით გონდაური (1921-2002) – საქართველოს სახალხო მასწავლებელი, მათემატიკოსი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე 1937-1941წწ; დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1953 წელს. 1941 წლიდან მუშაობდა…

როლანდ გილიგაშვილი

როლანდ გილიგაშვილი (დ. 18 მარტი 1952, არაშენდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, — გ. 13 ივნისი, 2023) – იურისტი, პოლიტიკოსი. 2001-2003 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული…

აული გალაევი-ნიჟარაძე

აული გალაევი-ნიჟარაძე (1935-1998) – ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსრკ პრემიის ლაურეატი. დაიბადა ქუთაისში, სწავლა განაგრძო მოსკოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც შემდეგ მოღვაწეობდა. გაიარა გზა ასპირანტობიდან ნახევარგამტართა ფიზიკის კათედრის გამგეობამდე. მას…

ედიშერ გარაყანიძე

ედიშერ გარაყანიძე (1957-1998) – მუსიკოსი, პედაგოგი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1981 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო). 1987 წლიდან იყო კონსერვატორიის პედაგოგი; სტუდენტობისას ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლში მღეროდა(შემდეგში – ანსამბლი “თბილისი”); სისტემატურად აწყობდა…

შალვა გიორგაძე

შალვა გიორგაძე (1908-2002) – საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1933 წელს. 1926 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახკომსაბჭოს კომენდატურაში; 1933…

ოთარ გიორგაძე

ოთარ გიორგაძე (დ. 19 თებერვალი, 1931, ქუთაისი — გ. 8 იანვარი, 2007, ბათუმი) – პედაგოგი; პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2000), საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიისა (1998) და საქართველოს განათლების მეცნიერებათა…

ალექსანდრე გობრონიძე

ალექსანდრე გობრონიძე (დ. 17 ოქტომბერი, 1925, სოფ. ლიხაური, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 2004) – პედაგოგი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1987). 1991–1996 წლებში იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და თავმჯდომარის…

მამია გოგოლიშვილი

მამია გოგოლიშვილი (1914-2006) – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული ფაკულტეტი 1938 წელს. 1938-1954წწ. ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა; 1953-1989წწ.…

ჯერმენ გვიშიანი

ჯერმენ გვიშიანი (დ. 24 დეკემბერი, 1928, ახალციხე; გ. 2003, მოსკოვი) – ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთირთობების ინსტიტუტი 1951 წელს. 1951–1955 წლებში მსახურობდა სამხედრო–სასაზღვრო ძალებში; 1955 წლიდან მუშაობდა…