გიორგი იორდანიშვილი
გიორგი იორდანიშვილი (1920-1944) – მფრინავ-ინსტრუქტორი. მუშაობდა სტალინგრადის სამხედრო-საავიაციო სკოლის პილოტად. ასრულებდა საბრძოლო დავალებებს. დაიღუპა ავიაკატასტროფაში. დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე. ფოტო გადაღებულია Антон Пономарев-ის მიერ.
კოკა იგნატოვი
კოკა იგნატოვი (1937-2002) – საქართველოს სახალხო მხატვარი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1962 წელს. 1964-1969წწ. იყო სპეციალური სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროს, 1970-1973წწ. საქართველოს ტელევიზიის მხატვრული გაფორმების სექტორის მთავარი მხატვარი; 1984…
ხასან ინაიშვილი
ხასან ინაიშვილი (1942-2009) – საქართველოს დამსახურებული მხატვარი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1965 წელს. გამოფენებში მონაწილეობდა 1965 წლიდან. მუშაობდა პორტრეტის, ნატურმორტის, პეიზაჟის ჟანრში. ქმნიდა თემატურ კომპოზიციებს. მისი ნამუშევრებია:…
პოლიო ირეთელი
პოლიო ირეთელი (პოლიევქტოს კალანდაძე) (1876-1931) – მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი. სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულირო სემინარიაში; მუშაობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სკოლებში მასწავლებლად; 1895 წელს მისი სახელი პირველად გამოჩნდა…
ზურაბ ინაშვილი
ზურაბ ინაშვილი (1948-2021) – რეჟისორი, სცენარისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1971 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს. 1977-2004წწ. ტელეფილმების სტუდიის კინორეჟისორი; 1993-1994წწ. სტუდია “ქართული…
ალექსანდრე (სანდრო) ინაშვილი
ალექსანდრე (სანდრო) ინაშვილი (დ. 23 აგვისტო, 1887, თბილისი — გ. 4 ივნისი, 1958) მომღერალი, ქართული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის…
ნათელა იოსებიძე
ნათელა იოსებიძე (1953-2016) მომღერალი. უფრო საზღვარგარეთ იცნობდნენ. ქართველ არეტა ფრანკლინს ეძახდნენ. საქართველოში ბევრი არ იცნობდა. ფილმში “სიყვარული ყველას უნდა”. ბერტა ხაფავას გმირს ახმოვანებდა. გარდაიცვალა აშშ-ში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
დები იშხნელები
დები იშხნელები ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელთა ოჯახი; ვოკალურ კვარტეტს შეადგენდნენ დები: ნინო (1898–1967), თამარი (1900–1994), ზინაიდა (1902–1968) და ალექსანდრა (1904–1955) იშხნელები. 1955 წლიდან ალექსანდრა შეცვალა მისმა დამ მარიამმა (1889–1973). ანსამბლი…
ამირან იაშვილი
ამირან იაშვილი (1924 -2007) – ექიმი. 1952–61წწ მუშაობდა ავტოქარხანაში ქირურგიულ განყოფილების ორდინატორად. 1961-1980წწ. ქუთაისის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორია. 1964 წელს მიენიჭა ,,შრომის დამკვრელის” საპატიო წოდება. 1965 წელს ნაყოფიერი…
პაოლო იაშვილი
პაოლო იაშვილი (დ. 29 ივნისი, 1894, გამოღმა არგვეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ივლისი, 1937, თბილისი) – პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი. 1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში…