ალექსანდრე საჯაია
ალექსანდრე საჯაია (დ. 1916, ოდიში, ზუგდიდის რაიონი – გ. 1944) – პოეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1940 წელს. მისი პირველი ლექსი 1935 წელს გამოქვეყნდა,…
ალექსანდრე (ალი) სამსონია
ალექსანდრე (ალი) სამსონია (1933-2001) – მწერალი, ჟურნალ “ნიანგის სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.
ლევან სანიკიძე
ლევან სანიკიძე (დ. 26 იანვარი, 1925 — გ. 29 იანვარი, 2001) – მწერალი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში…
თედო სახოკია
თედო სახოკია (დ. 15 მარტი, 1868, სოფ. ხეთა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 17 თებერვალი, 1956, თბილისი) – მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი. 1877 წელს მიაბარეს მარტვილის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1883 წელს…
ლადო სეიდიშვილი
ლადო სეიდიშვილი (1931-2010) – მხატვარი, პოეტი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და გრაფიკის ფაკულტეტი 1962 წელს. სეიდიშვილი 7 კრებულის ავტორია. მისი ფერწერული ტილოები ამერიკისა და ლონდონის მუზეუმებშია დაცული. ლადო სეიდიშვილის…
პაკო (ამირან) სვიმონიშვილი
პაკო (ამირან) სვიმონიშვილი (1974-2014) – პოეტი. ლექსების პირველი კრებული 15 წლისამ გამოსცა; იყო მეექვსე საავტორო სკოლისა და ფილმების სტუდია “მიკროსტუდიის ჯგუფის” დამფუძნებელი; პესტალოცის სახელობის ბავშვთა სოფლის (“Kinderdorf”) ქართული სახლის პედაგოგი.…
ანდრია სინაური
ანდრია სინაური (1896-1976) – პოეტი. დაიბადა 1896 წ. 5 ნოემბერს. სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ კერძო გიმნაზიაში, 1912 წლიდან კი, კრონშტადტის საზღვაოსნო სკოლაში. 1917 წ. რევოლიციამ კავკასიის ფრინტზე მოუსწრო, მოიხადა…
იროდიონ სონღულაშვილი
იროდიონ სონღულაშვილი (1880-1958) – ხელოვნებათმცოდნე, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილება. მთელი ცხოვრება ხელოვნების სამსახურში გაატარა. სხვადასხვა დროს მუშაობდა “საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში”, საქართველოს…
ლიდა სტვილია
ლიდა სტვილია (1938-2016) – საბავშვო პოეტი. დაამთავრა სოფელ ლეციცხვაიეს საშუალო სკოლა. მისი პირველი ლექსი – “ძირს რა დახრის” დაიბეჭდა 1955 წელს გაზეთში “სოციალისტური სოფელი”, ხოლო პირველი კრებული – “დილა ვენახში”…
არჩილ სულაკაური
არჩილ სულაკაური (დ. 15 თებერვალი, 1927, თბილისი — გ. 26 აგვისტო, 1997, თბილისი) – პოეტი და პროზაიკოსი. დაჯილდოებულია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიითა (1971) და „საპატიო ნიშნის“ ორდენით. არჩილ სულაკაურმა…