კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: ოქტომბერი 2024

  • Home
  • ისიდორე დოლიძე

ისიდორე დოლიძე

ისიდორე დოლიძე (1915-1982) – იურისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1938 წელს. 1947-1948წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანად. 1949 წელს დაინიშნა საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან…

როსტომ დოლიძე

როსტომ დოლიძე (1939-2010) – ეკონომისტი, ბათუმის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე. დაამთვრა ქ. მოსკოვის ეკონომიკურ-სტატისტიკური ინსტიტუტი 1967 წელს. 1967-1971წწ. იყო ბათუმის გემთმშენებელი ქარხნის ინჟინერ-ეკონომისტი, საწარმოო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, პარტკომის მდივანი; 1971-1974წწ. ბათუმის…

სიკო დოლიძე

სიკო დოლიძე (დ. 6 თებერვალი, 1903. ოზურგეთი — გ. 17 ივლისი, 1983. თბილისი) – კინორეჟისორი და სცენარისტი. სტალინის პრემიის ლაურეატი (1950), სსრკ-ის სახალხო არტისტი (1965). 1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო…

შალვა დოლიძე

შალვა დოლიძე (1977-2008) – მაიორი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, ომის გმირი. მაიორი დოლიძე ცხინვალში მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. 9 აგვისტოს, როდესაც რუსი აგრესორები მასიურად ბომბავდნენ სამაჩაბლოს, მისი ბატალიონი ცხინვალში…

ვარლამ დონდუა

ვარლამ დონდუა (დ. 21 სექტემბერი, 1895, ქუთაისი — გ. 21 თებერვალი, 1969, თბილისი) — ისტორიკოსი, პროფესორი, საქართველს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1915 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას,…

ხათუნა დონდუა

ხათუნა დონდუა (1961-1999) ანსამბლ “მზიურის” მომღერალი, ჟურნალისტი. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

კარპეზ დონდუა

კარპეზ დონდუა (1891-1951) ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი. დაამთავრა პეტროგრადის უნივერსიტეტი 1922 წელს. 1922 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწებას პეტროგრადის უნივერსიტეტში; 1941-1945წწ. მუშაობდა თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და…

სერგი დურმიშიძე

სერგი დურმიშიძე (დ. 27 თებერვალი, 1910, დაბა საჩხერე — გ. 29 მაისი, 1989, თბილისი) ბიოქიმიკოსი, მცენარეთა ბიოქიმიისა და ტექნიკური ბიოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1952), საქართველოს…

პიმენ დვალი

პიმენ დვალი (1880-1929) – მთამსვლელი. 1929 წელს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების თაოსნობით დაიგეგმა ექსპედიცია თეთნულდზე. 1924-1926 წლებში ზემო სვანეთის ადგილობრივ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობდა. 27 აგვისტოს, ალპინისტთა სამკაციანი ჯგუფი მწვერვალისკენ გავიდა, თუმცა პიმენ…

რაფიელ დვალი

რაფიელ დვალი (დ. 22 მარტი, 1909 — გ. 8 სექტემბერი, 1985) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1948), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის…