კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: ოქტომბერი 2024

  • Home
  • გოჩა ჩოგოვაძე

გოჩა ჩოგოვაძე

გოჩა ჩოგოვაძე (1941-2022) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სტუ რექტორი (1988-1994). საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში (1994-2004). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტიის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტი 1963 წელს; სამეცნიერო სტაჟირება დარმშტატის…

ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავნი – ელიზბარი და შალვა

ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავნი – ელიზბარი და შალვა (+1661) წმიდა მოწამენი გლახაკთა ხელის აღმპყრობელმა და უღონოთა განმაძლიერებელმა უფალმა კახეთის მთავარს, ბიძინა ჩოლოყაშვილს კეთილი განზრახვა შთააგონა: მან არაგვისა და ქსნის…

სოლომონ ჩოლოყაშვილი

სოლომონ ჩოლოყაშვილი (1883-1944) მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა ყირიმში(უკრაინა) ნიკიტინის მებაღეობა-მევენახეობის სასწავლებელში გააგრძელა; 1904 წელს რევოლუციური მოღვაწეობისათვის ნიკიტინის სასწავლებლიდან გარიცხეს, რის…

კონსტანტინე ჩოლოყაშვილი

კონსტანტინე ჩოლოყაშვილი (დ. 18 აგვისტო, 1922, თბილისი — გ. 14 ოქტომბერი, 2013) ისტორიკოსი, ეთნოლოგი. სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, დოცენტი. საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს თავმჯდომარე; 1991-1996წწ. ეროვნულ ფასეულობათა…

გიორგი ჩუბინაშვილი

გიორგი ჩუბინაშვილი (დ. 4 დეკემბერი , 1885 — გ. 14 იანვარი, 1973) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი. დაიბადა პეტერბურგში 21 ნოემბერს (ძველი სტილით). 1895 წ.…

დავით ჩუბინაშვილი

დავით ჩუბინაშვილი (რუს. Давид Йессеевич Чубинов; დ. 26 სექტემბერი, 1814 — გ. 5 ივნისი, 1891) ლექსიკოგრაფი, ენათმეცნიერი და ქართული ლიტერატურათმცოდნე. 1839 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური სიტყვიერების ფაკულტეტი. 1844 წლიდან…

დავით ჩხიკვიშვილი

დავით ჩხიკვიშვილი (დ. 1921 — გ. 1987) – ისტორიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1981). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის…

ალექსანდრე დიდებულიძე

ალექსანდრე დიდებულიძე (1882-1951) ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1911 წელს. სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა სტუდენტობის დროს დაიწყო. ეწეოდა ფართო საინჟინრო-პრაქტიკულ მუშაობას. 1912-1913წწ. დაამუშავა…

გოგი დოლიძე

გოგი დოლიძე (დ. 5 სექტემბერი, 1954, თბილისი — გ. 8 მარტი, 1996) – მომღერალი. საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (სიკვდილის შემდეგ, 1998). 1961–1971 წლებში სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო…

კარლო დოლიძე

კარლო დოლიძე (1919-1986) – ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი 1962-1969 წლებში. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.