კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: ნოემბერი 2024

  • Home
  • ირაკლი კანდელაკი

ირაკლი კანდელაკი

ირაკლი კანდელაკი (დ. 27 სექტემბერი, 1901, თელავი — გ. 22 ივლისი, 1970, თბილისი) – კინოდოკუმენტალისტი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1932 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. კინოში გვიან მივიდა და თითქმის ოთხი ათეული…

ბიძინა კანდელაკი

ბიძინა კანდელაკი (დ. 7 მარტი, 1902, ქუთაისი — გ. 22 მაისი, 1970, თბილისი) – ქიმიკოსი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი და ასისტენტად დატოვეს…

ნიკოლოზ კანდელაკი

ნიკოლოზ კანდელაკი (დ. 18 ნოემბერი, 1889, დაბა კულაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 24 აგვისტო, 1970, თბილისი) – მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი (1957), პროფესორი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და გახდა პეტერბურგის…

პავლე კანდელაკი

პავლე კანდელაკი (დ. 29 იანვარი, 1900, დაბა აბაშა — გ. 18 აგვისტო, 1968, თბილისი) – მსახიობი, ხელოვნების და კულტურის მოღვაწე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1920 წელს ჩაირიცხა თბილისის უნივერსტიტეტის აგრონომიულ…

ანდრო კანდელაკი

ანდრო კანდელაკი (1919-1988) – მხატვარი, ილუსტრატორი, სამხედრო მხატვარი და კარიკატურისტი. თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემებთან, მათ შორის, ჟურნალ “ნიანგთან”. მის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ სერიას, პოლიტიკური კარიკატურა წარმოადგენს. თემატიკა ფართოა – მეორე მსოფლიო ომი,…

ვლადიმერ კანდელაკი

ვლადიმერ კანდელაკი (1908-1994) – მომღერალი, რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1928 წელს, მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი(1933). 1929 წლიდან იყო კ. სტანისლავსკისა და ვ.…

ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი

ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი (დ. 6 ოქტომბერი 1893, ნიჩბისი, მცხეთის მუნიციპალიტეტი — გ. 1959, მცხეთა) – ფალავანი. გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალით. კანდელაკი ყმაწვილობაში მოჯამაგირედ იყო, შემდეგ მებორნედ მდინარე ქსანზე. მონაწილეობდა პირველ…

კონსტანტინე კანდელაკი

კონსტანტინე კანდელაკი (1883-1958) – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. 1890 -იან წლებში სწავლობდა ქუთაისის სემინარიაში. შემდეგ მოსკოვში დაამთავრა უმაღლესი კომერციული სასწავლებელი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სრულიად ახალგაზრდა, გახდა საქართველოს კოოპერატიული მოძრაობის…

ალექსანდრა კარგარეთელი

ალექსანდრა კარგარეთელი (1882-1962) – მსახიობი, ია კარგარეთელის მეუღლე. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ია (ილია) კარგარეთელი

ია (ილია) კარგარეთელი (დ. 1867, სოფ. ერთაწმინდა, კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 31 მარტი, 1939, თბილისი) – კომპოზიტორი, ფოლკლორისტი, მომღერალი (ტენორი) და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1938). 1889-1891 წლებში…