კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: ნოემბერი 2024

  • Home
  • ვასილ კარგარეთელი

ვასილ კარგარეთელი

ვასილ კარგარეთელი (1880-1946) – გენერალი, ორგანიზაცია «თეთრი გიორგის» დამაარსებელი, თეირანის საპატიო მოქალაქე. დაიბადა 1880 წლის 29 ივლისს. განათლება მიიღო ტფილისის 1-ლ კლასიკურ გიმნაზიასა და მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში. 1918 წლამდე იმყოფებოდა…

მამუკა კიკალეიშვილი

მამუკა კიკალეიშვილი (დ. 10 აგვისტო 1960 — გ. 3 მაისი 2000) – მსახიობი. 1981 დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში და მოსკოვში, საქართველოს…

გიორგი კოსტავა

გიორგი კოსტავა (1948-2011) – შორეული ნაოსნობის კაპიტანი. 1968 წელს, ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის დამთავრებისთანავე გია კოსტავამ შრომითი საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოში დაიწყო. მეთაურობდა ტანკერებს-“ЗАХАРИЙ ПАЛИАШВИЛИ”და “КЕРЧЬ”-ი,”АКТАШ”-ი და “САМТРЕДИА”, “КАРЕЛИ” და”МАШТАГИ”,”БУЗОВНЫ”და “НАДЕЖДА…

გრიგოლ კოსტავა

გრიგოლ კოსტავა (1907-1979) – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. მუშაობდა ქუთაისის დრამატულ თეატრში; 1928–1931, 1935–1945, 1956–1979წწ. იყო სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. წარმატებით ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე სახასიათო როლებს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს…

ირაკლი კოსტავა

ირაკლი კოსტავა (1961-1985) – პოეტი, მერაბ კოსტავას შვილი. სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით, არსებობს ეჭვი, რომ მოკლეს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მასთან ერთად დაკრძალულია რუსუდან ბერიძე (დ. 20 აგვისტო, 1939, ოზურგეთი, —…

ვლადიმერ (ლადო) კავსაძე

ვლადიმერ (ლადო) კავსაძე (დ. 7 იანვარი, 1886, სოფ. ხოვლე — გ. 30 ნოემბერი, 1953, თბილისი) – მომღერალი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1943). 7 წლისა მიაბარეს თბილისის ერთ-ერთ პანსიონში. სიყმაწვილეში იგი გაიტაცა…

ლევან კბილაშვილი

ლევან კბილაშვილი (1990-2022) მომღერალი. 2011 წელს პოპულარულ მუსიკალურ პროექტ “ჯეოსტარში” მონაწილეობდა. შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო რუსეთში, მუსიკალურ პროექტ The Voice-ში. გარკვეული დროის განმავლობაში, გამოდიოდა ცნობილ რუს მომღერალთან, ლუბოვ უსპენსკაიასთან ერთად.…

ჯანსუღ კახიძე

ჯანსუღ კახიძე (დ. 10 იანვარი, 1936 — გ. 7 მარტი, 2002) – დირიჟორი, ლოტბარი, კომპოზიტორი და მომღერალი. საქართველოს სახალხო არტისტი (1978). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. 1958 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის…

შალვა კახიძე

შალვა კახიძე (1912-1977) შრომის გმირი. საქართველოს მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1938 წელს დაამთავრა თბილისის მელიორაციის ინსტიტუტი. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. ომიდან ჩამოსვლის შემდეგ, მუშაობდა ამბროლაურის რაიკომში. 1951 წლიდან –…

ამირან კახიძე

ამირან კახიძე (დ. 8 ივნისი, 1935, სოფ. ქვედა ჩხუტუნეთი,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი — გ. 11 ნოემბერი, 2023) – არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1981), ემერიტუსი. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2004-2005 წ.წ. მისი სამეცნიერო…