კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: იანვარი 2025

  • Home
  • ალექსანდრე ჩავლეიშვილი

ალექსანდრე ჩავლეიშვილი

ალექსანდრე ჩავლეიშვილი (1908-1978) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1935-1937წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1938-1944წწ. მუშაობდა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორის…

დემურ დანელია

დემურ დანელია (1937-2018) – ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი. ლუდის სმაში მსოფლიო რეკოდსმენი. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ “საქჰიდროენერგომშენის” სისტემაში დამპროექტებლად, მშენებელ ინჟინრად; წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს…

სერგი დანელია

სერგი დანელია (დ. 27 ოქტომბერი, 1888, სოფელი ნაჯახაო, მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 2 მარტი, 1963, თბილისი) – ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერების დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლა განაგრძო ჯერ ხარკოვისა…

აკაკი დავითიანი

აკაკი დავითიანი (1924-1980) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1947 წელს. 1947-1948წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენის, ისტორიულ და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების…

არჩილ ელიაშვილი

არჩილ ელიაშვილი (დ. 25 ივლისი, 1904, თბილისი — გ. 16 დეკემბერი, 1971) – ელექტროტექნიკოსი, მეცნიერი, ინჟინერი. წარმატებით დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და სწავლა განაგრძო გრენობლის (საფრანგეთი) პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც ასევე…

მიხეილ (მიხაკო) ფურცელაძე

მიხეილ (მიხაკო) ფურცელაძე (1834-1912) – გენერალ-მაიორი, მოღვაწეობდა რუსეთში, ანტონ ფურცელაძის ძმა. დაკრძალულია გორში.

დიმიტრი ფურცელაძე

დიმიტრი ფურცელაძე (დ. 1825, სიღნაღი — გ. 19 მაისი, 1891, თბილისი) – ისტორიკოსი. 1849 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია და გაანაწილეს თბილისის სასულიერო სასწავლებლის უმაღლესიგანყოფილების მასწავლებლად. ორი წლის შემდეგ მიანიჭეს…

ბორის ფურცხვანიძე

ბორის ფურცხვანიძე (დ. 1901, ქუთაისი, — გ. 1984) – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (1952-1954). 1923 წელს, შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1927 წელს. მუშაობდა…

აული გალაევი-ნიჟარაძე

აული გალაევი-ნიჟარაძე (1935-1998) – ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსრკ პრემიის ლაურეატი. დაიბადა ქუთაისში, სწავლა განაგრძო მოსკოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც შემდეგ მოღვაწეობდა. გაიარა გზა ასპირანტობიდან ნახევარგამტართა ფიზიკის კათედრის გამგეობამდე. მას…

ედიშერ გარაყანიძე

ედიშერ გარაყანიძე (1957-1998) – მუსიკოსი, პედაგოგი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1981 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო). 1987 წლიდან იყო კონსერვატორიის პედაგოგი; სტუდენტობისას ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლში მღეროდა(შემდეგში – ანსამბლი “თბილისი”); სისტემატურად აწყობდა…