კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • ოთარ კობერიძე

ოთარ კობერიძე

ოთარ კობერიძე (დ. 17 დეკემბერი, 1924, თბილისი — გ. 9 მარტი, 2015, თბილისი) – მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოხალისედ წავიდა ფრონტზე, 1943 –…

ერმალოზ კობერიძე

ერმალოზ კობერიძე (1904-1974) – გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი. 117-ე მსროლელი დივიზიის მეთაური (1942-1945)სამხედრო კათედრის უფროსი სახვადსხვა უმაღლეს სასწავლებლებში (1954-1961), დაჯილდოებულია 9 ორდენით და 11 მედლით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

ნოდარ კობერიძე

ნოდარ კობერიძე (დ. 5 აგვისტო, 1950, თბილისი — გ. 3 ნოემბერი, 2022) – მწერალი და პუბლიცისტი. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი (1991-2022), ნიკო ნიკოლაძის (2010), დავით აღმაშენებლის (2013), ნიკო ლორთქიფანიძისა (2013)…

აკაკი კვანტალიანი

აკაკი კვანტალიანი (დ. 14 დეკემბერი/27 დეკემბერი, 1907, სამტრედია — გ. 27 ივლისი, 1967, თბილისი) მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967). 1924 წელს წარჩინებით დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი და შინაურების დაუკითხავად ჩამოვიდა…

ეროსი მანჯგალაძე

ეროსი მანჯგალაძე (დ. 3 მარტი 1925, სამტრედია — გ. 26 იანვარი, 1982, თბილისი) – მსახიობი და სპორტული კომენტატორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1961). 1941 წელს თბილისის 34-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ…

დავით იოსელიანი

დავით იოსელიანი (დ. 17 აგვისტო/ 30 აგვისტო, 1894, სოფელი ქვემო ხვედურეთი, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი — გ. 25 თებერვალი, 1968, თბილისი) – ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1937), საქართველოს მეცნიერების…

ნიკოლოზ (ჯვებე) იოსელიანი

ნიკოლოზ (ჯვებე) იოსელიანი (დ. 1 აგვისტო, 1894, კვათანა — გ. 9 მარტი, 1928, თბილისი) – ზოოტექნიკოსი. 1915 წელს შევიდა ხარკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც ვერ დაამთავრა ჯარში გაწვევის გამო. დემობილიზაციის შემდეგ…

ლილი იოსელიანი

ლილი იოსელიანი (დ. 25 მარტი, 1922, თბილისი — გ. 14 მაისი, 2014) – რეჟისორი. პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი. 1945 წელს დაამთავრა თბილისის…

იაროსლავ იოსელიანი

იაროსლავ იოსელიანი (1912-1978) – პირველი რანგის კაპიტანი, საბჭოთა კავშირის გმირი. 1938-1939 წლებში მსახურობდა შავი ზღვის ფლოტში წყალქვეშა ნავის შტურმანად, დიდი სამამულო ომის (1945-1945) წლებში იბრძოდა ოდესის, სევასტოპოლის, კავკასიის და საბჭოთა…

პლატონ იოსელიანი

პლატონ იოსელიანი (დ. 15 ნოემბერი/27 ნოემბერი, 1809, თბილისი — გ. 15 ნოემბერი/27 ნოემბერი, 1875) – ისტორიკოსი. დამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით 1835 წელს. მუშაობდ თბილისის სემინარიაში ფილოსოფიისა და…