კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • მიხეილ მახარაძე

მიხეილ მახარაძე

მიხეილ მახარაძე (დ. 13 ნოემბერი, 1946, სოფ. ფაჩხა, ხულოს მუნიციპალიტეტი — გ. 4 ოქტომბერი, 2023) – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.…

ვლადიმერ (ბიჭი) ასკურავა

ვლადიმერ (ბიჭი) ასკურავა (1939-2021) – სახალხო მკურნალი, ღირსებისორდენოსანი. სახელი გაითქვა, საგვარეულო რეცეპტით, მოტეხილობების მკურნალობით. იყო ჩინეთ-ისრაელ-ამერიკის სახალხო მედიცინის აკადემიის წევრი. დაკრძალულია თბილისში, ოქროყანის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა “ასკურავას ცენტრი/კლინიკამ”.

სერგო ევლახიშვილი

სერგო ევლახიშვილი (1872-1946) – მომღერალი, მსახიობი. 1896 წლიდან სწავლის კურსი გააგრძელა მილანში, პედაგოგ მ. ვიდალისთან, ამავე წლიდან გამოდიოდა მილანის საოპერო სცენაზე, დებიუტი შედგა 1897 წელს ვალენტინის პარტიით(გუნო “ფაუსტი”); 1897-1898წწ. ფსევდონიმით…

იულია ფაილოძე

იულია ფაილოძე (1919-2000) – საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მეზღვაური ქალი, შორეული ნაოსნობის შტურმანი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. იულია ფაილოძე 1919 წელს, ხონის რაიონის სოფელ დიდღვაბუნაში დაიბადა. 7 კლასის დასრულების შემდეგ…

გიგო შარაშიძე

გიგო შარაშიძე (დ.6 იანვარი, 1848, საყვავისტყე ― გ. 9 თებერვალი, 1932, ბახვი) – პედაგოგი, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე. 12 წლისა ქუთაისის საბაღოსნო სასწავლებელში მოეწყო, სადაც მხოლოდ 7 თვემდე დაჰყო, მაგრამ ამ…

დავით შარაშიძე

დავით შარაშიძე (დ. 1886, ბახვი — გ. 1935, პარიზი) — პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. რედაქტორობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის რუსულენოვან ორგანოს „борьба-ს“. 1918 წლის გაზაფხულზე…

ივანე შარაშიძე

ივანე შარაშიძე (1840-1912) – საზოგადო მოღვაწე. ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დაკრძალულია ხონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ.

გივი გუჯეჯიანი

გივი გუჯეჯიანი (1933-1995) – თბილისის კონიაკის ქარხნის დირექტორი, მანავის ღვინის კომბინატის დირექტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს დამსახურებული მეღვინე. შრომის ვეტერანი. 1956 წელს მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 1958-1963 წლებში სწავლობდა საქართველოს სოფლის…

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე (დ. 19 ივლისი, 1938, თბილისი ― გ. 15 იანვარი, 2023) – კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980) და უკრაინის დამსახურებული არტისტი…

თამაზ ყურაშვილი

თამაზ ყურაშვილი (1947-2023) კომპოზიტორი, მუსიკოსი, ჯაზმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1970 წელს; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1968-1969წწ. იყო ფილარონიის ანსამბლ “დიელოს”, 1970 წელს ანსამბლ “ჩანგის, 1968-1982წწ. რადიოსა და…