კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • აკაკი ოქროპირიძე

აკაკი ოქროპირიძე

აკაკი ოქროპირიძე (1950-1979) – ძიუდოისტი, სამბისტი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. დაკრძალულია დუშეთში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა პაატა ურიადმყოფელმა.

ბორის პაიჭაძე

ბორის პაიჭაძე (დ. 3 თებერვალი, 1915, ჩოხატაური — გ. 9 ოქტომბერი, 1990, თბილისი) – ფეხბურთელი, თამაშობდა თბილისის დინამოს შემადგენლობაში. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა თბილისის დინამოს. მის…

ვახტანგ ქარსელაძე

ვახტანგ ქარსელაძე (დ. 21 იანვარი, 1919 — გ. 15 სექტემბერი, 1966) – მოჭადრაკე, მწვრთნელი, საქართველოში ქალთა საჭადრაკო სკოლის მესაძირკვლე. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1956), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1957), საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი…

როდიონ ქორქია

როდიონ ქორქია (დ. 1 იანვარი, 1894, ჭალადიდი, ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 10 იანვარი, 1984, თბილისი) – მწერალი. დაამთავრა ფოთის გიმნაზია 1914 წელს და სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, მაგრამ…

ლევან ქორქია

ლევან ქორქია (1913-1984) – შრომის გმირი. გულრიფშის რაიონის მთავარი აგრონომი. 1951 წლის 19 აპრილს მიენიჭა “სოციალისტური შრომის გმირის” წოდება. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლოზე.

ოთარ ქორქია

ოთარ ქორქია (დ. 10 მაისი, 1923, ქუთაისი, საქართველო, — გ. 15 მარტი, 2005, თბილისი) – კალათბურთელი (190 სმ). სსრკ (1950) და საქართველოს სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1967). 1961…

ნოდარ ქუმარიტაშვილი

ნოდარ ქუმარიტაშვილი (დ. 25 ნოემბერი, 1988, ბორჯომი, საქართველო — გ. 12 თებერვალი, 2010, ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) ქართველი მოციგავე, დაიღუპა 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დღეს, ვარჯიშის დროს.…

აკაკი ოთხმეზური

აკაკი ოთხმეზური (1874-1916) – პირველი მსოფლიო ომის გმირი, პოლკოვნიკი. დაიბადა ოზურგეთის რაიონში, დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი, 1892 წლიდან სამხედრო სამსახურშია, პირველ მსოფლიო ომში მეთაურობდა გრენადერთა მე-14 პოლკს. დაიღუპა გმირულად. დაკრძალეს…

შალვა ქირია

შალვა ქირია (1911-1988) – ავიაციის გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომში 427-ე ავიაგამანადგურებელი პოლკის შტურმანი, ავიადივიზიის მეთაური (1943-1945), დაჯილდოებულია 11 ორდენით და 12 მედლით. მონაწილეობდაა კურსკის, ბელგოროდის, დნეპრის ბრძოლებში.…

ანდრია რაზმაძე

ანდრია რაზმაძე (12 აგვისტო, 1889, ჩხენიში, საქართველო – 2 ოქტომბერი 1929, თბილისი) – მათემატიკოსი, საქართველოში მათემატიკური კვლევის პიონერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებელი. მუშაობდა ვარიაციულ აღრიცხვაში. მოსკოვის უნივერსიტეტში თავიდან თავისუფალ…