კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • სულიკო კოროშინაძე

სულიკო კოროშინაძე

სულიკო კოროშინაძე (1932-2011) – საესტრადო მომღერალი, ფოლკლორისტი. სწავლობდა ვაჟთა 20-ე სკოლაში, სადაც მონაწილეობას იღებდა სკოლის საზეიმო საღამოებში და ხალხურ სიმღერებს ასრულებდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის…

ბათუ კრავეიშვილი

ბათუ კრავეიშვილი (დ. 16 დეკემბერი, 1914, სამტრედია — გ. 14 ივნისი, 1970, თბილისი) – მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სახალხო არტისტი. 1935 წელს დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი, თუმცა სცენაზე ფიქრი არ განელებია.…

ანატოლი მილჩენკო

ანატოლი მილჩენკო (1938-2011) – ფეხბურთის მსაჯი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და საინსპექტორო კომიტეტის თავმჯდომარე (1998-იდან). საქართველოს მსაჯთა აკადემიის რექტორი. დაიბადა ბორჯომში. თამაშობდა ბორჯომის “განთიადში” (1955), თბილისის ასკ-სა (1956-61) და სოხუმის…

გურამ მინაშვილი

გურამ მინაშვილი (დ. 25 ნოემბერი 1936, თბილისი — გ. 1 მარტი 2015, თბილისი) – კალათბურთელი. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965). 1962 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის…

ლერი ნაკანი

ლერი ნაკანი (1962-2002) – ძიუდოისტი, სპორტის საერთაშორისო ოსტატი, ევროპის ჩემპიონი. მოღვაწეობდა ოდესაში. დაამთავრა ოდესის იურიდიული აკადემია. გამოდიოდა უკრაინის სახელით. ოდესაში. ყოველწლიურად ტარდება მისი სახელობის ტურნირი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს კომერციულ სასაფლაოზე.

ანდრო ნავასარდოვი

ანდრო ნავასარდოვი (1915-1999) – მოკრივე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი. 1945 წელს იყო კაპიტანი თბილისის მოკრივეთა ნაკრებისა, რომელმაც სსრკ ჩემპიონატზე I ადგილი დაიკავა. მიღებული აქვს…

ალექსანდრე (ატე) ნემსიწვერიძე

ალექსანდრე (ატე) ნემსიწვერიძე (1909-1973) – ალპინისტი. სსრ კავშირის სპორტის ოსტატი. საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც 1935 წელს დაამთავრა.და შეუდგა პედაგოგიურ…

ქრისტეფორე ნინიაშვილი

ქრისტეფორე ნინიაშვილი (1921-2014) – ცნობილი ფალავანი, მწვრთნელი და სპორტის მოღვაწე, სამბოს და ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1948, 49). საქართველოს სამბისტთა ნაკრების…

გივი ნოდია

გივი ნოდია (დ. 2 იანვარი, 1948, ქუთაისი – გ. 7 აპრილი, 2005, თბილისი) – ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი.…

ლეონიდე ოქროპირიძე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე; დ. 15 თებერვალი, 1861 — გ. 11 ივნისი/24 ივნისი, 1921) – 1888 დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. 1888-1897 წლებში…