კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • მირიან შველიძე

მირიან შველიძე

მირიან შველიძე (დ. 1 იანვარი, 1947, თბილისი — გ. 9 თებერვალი, 2022) – თეატრალური დეკორატორი, სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის…

ერმალოზ კალაძე

ერმალოზ კალაძე (1888-1958) – საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერი. საბაზისო განათლება მიიღო ოჯახსა და სოფლის სასწავლებელში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „ მენშევიკების“ ფრაქციის წევრი 1905 წლიდან.…

დავით დათუნა

დავით დათუნა (დ. 10 თებერვალი, 1974, თბილისი — გ. 24 მაისი, 2022, ბოსტონი) – ამერიკელი ხელოვანი წარმოშობით საქართველოდან, 1999 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ნიუ-იორკში. მისი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად ცნობილია „მილიონების…

ვალერიან რამიშვილი

ვალერიან რამიშვილი ( დ. 14 იანვარი, 1907, დიდი ვანი – გ. 14 ნოემბერი, 1990) – მეცნიერი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967). დაკრძალულია საბურთალოს ზედა პანთეონში. წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.

ოთარ ფაცაცია

ოთარ ფაცაცია (დ. 15 მაისი, 1929, სოფელი ინგირი, ზუგდიდის რაიონი — გ. 9 დეკემბერი, 2021) – საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1993-1995 წლებში. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა ლენინგრადის ცელულოზისა და ქაღალდის მრეწველობის ინსტიტუტი…

გელა ჭედია

გელა ჭედია (დ. 14 აგვისტო, 1978, სოფ. ლეციცხვაიე, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, — გ. 9 აგვისტო, 2008, სოფ. ფრისი, ერედვის მუნიციპალიტეტი) – მაიორი. რუსეთ-საქართველოს ომის გმირი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი.…

ვალერიან გუნია

ვალერიან გუნია (დ. 21 იანვარი , 1862, ეკი, სენაკის მუნიციპალიტეტი — გ. 31 ივლისი, 1938, თბილისი) – მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი. საქართველოს სახალხო არტისტი. 1876 წელს შევიდა თბილისის რეალურ სასწავლებელში.…

გიორგი თვალაძე

გიორგი თვალაძე (1908-1984) – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მისი ძალისხმევით მაღაროსკარში გაიხსნა პირველი საავადმყოფო. 1934–40 მუშაობდა ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში. 1941–44 იყო ამიერკავკასიის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ექიმი, 1947-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა…

ერმილე შარაშიძე

ერმილე შარაშიძე (1860-1939) – პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. ოზურგეთის საქალაქო სასწავლებლის დამთვრების შემდეგ შევიდა ხონის საოსტატო სემინარიაში. 1888 წელს ჩააბარა გამოცდა საქალაქო და სამრევლო სკოლების მასწავლებლობის უფლებაზე და მუშაობა დაიწყო ზუგდიდის…

ოთარ იოსელიანი

ოთარ იოსელიანი (დ. 2 თებერვალი, 1934, თბილისი — გ. 17 დეკემბერი, 2023, თბილისი) – კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1984), 1961 წელს დაამთავრა საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (რუს. ВГИК), 1956 წლიდან…