კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • ლექსო თორაძე

ლექსო თორაძე

ლექსო თორაძე (1952-2022) – მუსიკოსი. დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში. 1983 წლიდან მუსიკოსი ცხოვრობს აშშ-ში და ეწევა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ…

ოთარ ჭელიძე

ოთარ ჭელიძე (1925-1998) პოეტი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1948 წელს, ხოლო 1952 წელს – მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. მუშაობდა გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტისა” და ჟურნალ “ნიანგის” რედაქციაში.…

ანდრო ჭელიძე

ანდრო ჭელიძე (1917-1972) კლასიკური ჭიდაობა, სსრკ-ს დამსახურებული მწვრთნელი, სპორტის ოსტატი. გამოდიოდა მოსკოვის დინამოს სახელით. დაკრძალულია მოსკოვში, გოლოვინის სასაფლაოზე.

ეთერ ჭელიძე

ეთერ ჭელიძე (1938-1987) – კომპოზიტორი, მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საპატიო თბილისელი. დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი (საფორტეპიანო), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1962 წელს (საფორტეპიანო). 1962–1987წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 200–მდე სიმღერის…

ვახტანგ ჭელიძე

ვახტანგ ჭელიძე (დ. 10 აპრილი, 1917, სოფ. ბახვი — გ. 11 ივნისი, 2005) ქართველი მწერალი, მთარგმნელი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1997). დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი დასავლეთ…

ვლადიმერ ჭელიძე

ვლადიმერ ჭელიძე (1906-1978) ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1929 წელს. 1930 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში; 1950-1978წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიისა…

მერაბ ჭელიძე

მერაბ ჭელიძე (1975-2008) – სამედიცინო სამსახურის სერჟანტი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი. დაიბადა ხულოში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. რუსეთ-საქართველოს ომში საკუთარი სურვილით წავიდა. ხელვაჩაურის რაიონში სამხედრო ნაწილში ექიმად…

გიზო ჭელიძე

გიზო ჭელიძე (1931-2012) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფოლკლორისტი. ევროპის ასოციაციის წევრი, ღვაწლმოსილი ქართველოლოგი, პროზაიკოსი, დრამატურგი, რომანებისა და ნოველების ავტორი. დაკრძალულია ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა გოგიტა ცეცხლაძემ.

ნიკოლოზ ჭელიძე

ნიკოლოზ ჭელიძე (1901-1978) საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი დაამთავრა პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1927 წელს. 1927-1928წწ. მუშაობდა თელავის მაზრის პოლიტგანყოფილების გამგედ, ხოლო 1929-1932წწ. 26-ე საშუალო სკოლის გამგედ; 1931-1932წწ. ლენტეხის რაიონის განათლების განყოფილების…

ვერიკო ანჯაფარიძე

ვერიკო ანჯაფარიძე (დ. 6 ოქტომბერი , 1900, ქუთაისი ― გ. 30 იანვარი, 1987, თბილისი) – მსახიობი. საქართველოს (1943) და სსრკ (1950) სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო (1943, 1946, 1952), შოთა რუსთაველის…