კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • შალვა ალხაზიშვილი

შალვა ალხაზიშვილი

შალვა ალხაზიშვილი (1899-1980) – კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967). მასწავლებლობდა ქ. ახალქალაქსა და თბილისში. 1924 წელს „ფუტურისტ-ლეფელების“ ჯგუფის წევრი გახდა. ამავე წლიდან ალხაზიშვილის კრიტიკულ-თეორიული წერილები ლიტერატურისა და ხელოვნების…

ბორის ჭიაურელი

ბორის ჭიაურელი (1916-2001) მუსიკოსი, საქართველოს სახალხო არტისტი დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1943 წელს(სავიოლინო). 1943 წლიდან მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგად, 1954–1958წწ. იყო პრორექტორი, 1964…

სოფიკო ჭიაურელი

სოფიკო ჭიაურელი (დ. 21 მაისი, 1937 — გ. 2 მარტი, 2008, თბილისი) – საქართველოს სახალხო არტისტი (1976), სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1979). შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი…

გია ჭირაქაძე

გია ჭირაქაძე (დ. 21 სექტემბერი, 1937 — გ. 19 მარტი, 2017) მომღერალი, ანსამბლ „ქართული ხმების“ დამფუძნებელი და ვოკალისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ტელეწამყვანი. წლების განმავლობაში…

შოთა ხარაბაძე

შოთა ხარაბაძე (1934-2002) მსახიობი, მომღერალი ხელმძღვანელობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვარტეტს. მოგვიანებით, მოსკოვში შექმნა ანსამბლი “აკორდი”, რომელიც წარმატებით გამოდიოდა. დაკრძალულია მოსკოვის ოლქის აკსინინოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო გადაღებულია რუსეთის ნეკროპოლისტთა საზოგადოების თავმჯდომარის, დვამალ…

ფატმა კობალაძე

ფატმა კობალაძე (1928-2014) საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი მოცეკვავე 1944 წელს დაიწყო მოღვაწეობა აჭარის სახელმწიფო ანსამბლში. ქართველ მოცეკვავეებში პირველმა შეასრულა განდაგანის პარტია. დაკრძალულია ბათუმში, ფერის სასაფლაოზე.

იუსუფ კობალაძე

იუსუფ კობალაძე (1906-1981) საქართველოს სახალხო არტისტი. 1932-1935 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში(ხელმძღვანელი ს. ახმეტელი). პარალელურად (1937 წლამდე) გამოდიოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე. 1937 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის…

მუხრან კობალაძე

მუხრან კობალაძე (1946-2012) პუბლიცისტი და ჟურნალისტი, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი. მუხრან კობალაძე წლების განმავლობაში – გაზეთ “ბათუმური ქრონიკების” ლიტერატურული ნაწილის რედაქტორი იყო. მისი პუბლიცისტური წერილები დღესაც საინტერესოდ იკითხება. ის პედაგოგიურ…

გივი კობალაძე

გივი კობალაძე (1922-2004) შორეული ნაოსნობის კაპიტანი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შექმნისთანავე (1968 წ.), მიიღო გადაწყვეტილება, მხარში ამოდგომოდა თავის კოლეგას, ყინულოვან კაპიტანს ანატოლი კაჭარავას, რომელიც სანაოსნოს უფროსად დაინიშნა.…

მინდია მოსაშვილი

მინდია მოსაშვილი (დ. 7 იანვარი, 1928, თბილისი — გ. 17 თებერვალი, 1982) მწერალი და ჟურნალისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო ქართულ პრესაში. შემდეგ ადმინისტრაციულ თანამდებობაზეა, ხოლო…