კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • შალვა ჩილაჩავა

შალვა ჩილაჩავა

შალვა ჩილაჩავა (1911-1988) – საბჭოთა კავშირის გმირი. 1944 წლის 23 აგვისტოს მიენიჭა გმირის წოდება ოზარიჩევსკის მახლობლად მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის. დაკრძალულია ზუგდიდში.

ნიკოლოზ დიასამიძე

ნიკოლოზ დიასამიძე (1845-1897) – პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. 1877 წელს ა. თუთაევთან ერთად გორში თავისი ხარჯით გადააკეთა ძველი როტონდა და იქ თეატრი დაარსა; მას საკუთარ სახლებში (თბილისი, სოფლები: საქაშეთი, ბრილი) მოწყობილი…

ბიჭიკო დიასამიძე

ბიჭიკო დიასამიძე (1940-2020) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1969 წელს. 1970-1992წწ. მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1992-1997წწ. ბათუმის შოთა…

დავით დიასამიძე

დავით დიასამიძე (1925-1989) – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე. დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი და სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1947 წლიდან კომკავშირის აჭარის…

სულეიმან დიასამიძე

სულეიმან დიასამიძე (დ. 22 ნოემბერი, 1893 — გ. 18 მარტი, 1962) – საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ბათუმში 1893 წლის 22 ნოემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1921 წელს, საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1932…

ედნარ დიასამიძე

ედნარ დიასამიძე (1974-2008) – უმცროსი სერჟანტი, აგვისტოს ომის გმირი. მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ჯარისკაცს სამხედრო სამსახურში მოღვაწეობის 16 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. დაკრძალულია ქობულეთში.

მიხეილ დიასამიძე

მიხეილ დიასამიძე (1913-1992) – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი, პოლკოვნიკი. დაიბადა ვანში, 1929 წლიდან არმიაშია, დაამთავრა ბაქოს სამხედრო სასწავლებელი. 1942 წლიდან მონაწილეობს საომარ ოპერაციებში. სტალინგრადის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის,…

ევდემოზ I

ევდემოზ I (გვარად დიასამიძე; გ. 1643) – აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1630-1638 წლებში. თეიმურაზ I-ის ძის დათუნა ბატონიშვილის სიმამრი. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა ერისა და სარწმუნოებისათვის თავდადებული კათოლიკოს-პატრიარქი ევდემოზ I წმიდანად…

რომან დუმბაძე

რომან დუმბაძე (1964-2012) – გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის მეთაური. დაამთავრა თბილისის უმაღლესი სამხედრო საარტილერიო სასწავლებელი (1987), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბათუმის სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი (1999). 1987 წლიდან საბჭოთა არმიაში იყო.…

ნინო დუმბაძე

ნინო დუმბაძე (დ. 23 მაისი, 1919, ოდესა — გ. 14 აპრილი, 1983, თბილისი) – ბადროს მტყორცნელი. მან მოიგო ევროპის ჩემპიონატი 1946 და 1950 წლებში და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 1952 წლის…