კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მწერლები და პოეტები

  • Home
  • ნიკოლოზ (კოკი) დადიანი

ნიკოლოზ (კოკი) დადიანი

ნიკოლოზ (კოკი) დადიანი (დ. 19 თებერვალი, 1878, აბაშის რაიონი, სოფელი წყემი — გ. 1939, პარიზი) – პოეტი, მწერალი და პუბლიცისტი. სენაკის მაზრის თავადაზნაურობის მარშლად კოკი დადიანი სრულიად ახალგაზრდა ასაკში აირჩიეს,…

დავით მიქელაძე (მეველე)

დავით მიქელაძე (მეველე) (1843-1918) – მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. 1853 წელს გაგზავნეს პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც 1867 წლამდე დარჩა. 1864 წელს დ. მიქელაძემ, ი.მელიქიშვილთან და ვ.თულაშვილთან ერთად, პეტერბურგში დააარსა სტამბა,…

ალექსი მირიანაშვილი

ალექსი მირიანაშვილი (დ. 1860, სოფ. ანაგა, სიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 24 აპრილი, 1925, თბილისი) პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. 1881 წელს დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის სრული კურსი. ამ პერიოდში…

შოთა ზოიძე

შოთა ზოიძე (1942-2021) მთარგმნელი, პოეტი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1967 წელს, მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლესი კურსები 1977 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1960 წელს,…

ზურაბ ზოიძე

ზურაბ ზოიძე (1959-2014) პოეტი, პუბლიცისტი მინიჭებული ჰქონდა თედო საკოხიას და ჰაიდარ აბაშიძის ლაურეატის წოდება, იყო საქართველოს მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირების წევრი. წლების განმავლობაში იყო გაზეთ “ცისკარის” და “გორდას” მთავარი რედაქტორი.…

ზურაბ გორგილაძე

ზურაბ გორგილაძე (დ. 5 მაისი 1937 — გ. 8 აპრილი, 2006) ქართველი პოეტი. საქართველოს მწერალთა კავშირისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ გორგაძეებში 1944-1948…

ფრიდონ ხალვაში

ფრიდონ ხალვაში (დ. 17 მაისი, 1925, ქედის მუნიციპალიტეტი, გეგელიძეები — გ. 8 ივლისი, 2010, ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი გეგელიძეები) ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1979). 1957 წელს დაამთავრა…

გიორგი ნადირაძე

გიორგი ნადირაძე (დ. 15 აპრილი, 1902, ქვემო მაჩხაანი, ახლანდელი სიღნაღის რაიონი — გ. 4 აპრილი, 1960, თბილისი) ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ ფილოსოფიის, შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზე.…

კოლაუ ნადირაძე

კოლაუ ნადირაძე (დ. 9 მარტი, 1895, ქუთაისი — გ. 28 ოქტომბერი, 1990) – პოეტი, „ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მოისმინა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი. პირველი ლექსი…

გურამ რჩეულიშვილი

გურამ რჩეულიშვილი (დ. 4 ივლისი, 1934, თბილისი – გ. 23 აგვისტო, 1960, გაგრა) – მწერალი. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ…