ტარიელ ჭიჭინაძე
ტარიელ ჭიჭინაძე (1951-2022) – საოპერო მომღერალი . სახალხო არტისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1971 წელს (ვოკალური). 1975–1990წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ბანი); დებიუტი – ცანგალა; 1995 წლიდან…
ნუგზარ კურცხალია
ნუგზარ კურცხალია (1952-2020) – ანსამბლ “ერისიონის” ყოფილი სოლისტი. ღირსების ორდენის კავალერი. ლოტბარი. იგი ყველა კუთხის სიმღერას განსაკუთრებულად ასრულებდა და უკრავდა მრავალ ინსტრუმენტზე. დაკრძალულია მახათას მთის პანთეონში.
თემურ ქევხიშვილი
თემურ ქევხიშვილი (დ. 19 აპრილი, 1940, სოფ. ახალსოფელი, ყვარლის მუნიციპალიტეტი, — გ. 8 დეკემბერი, 2020) – მომღერალი (ლოტბარი), პედაგოგი. სახალხო არტისტი. „საუკუნის ხმა“. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს (გუნდის…
ჯემალ ჭკუასელი
ჯემალ ჭკუასელი (დ. 18 მაისი, 1935, შემოქმედი — გ. 17 დეკემბერი, 2021, თბილისი) – მომღერალი, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი 1986-2015 წლებში, სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი. 1970 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო…
გელოდი ფოცხიშვილი
გელოდი ფოცხიშვილი (1945-2023) – ქორეოგრაფი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. სხვადასხვა პერიოდში გახლდათ საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „სუხიშვილების“, ასევე, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მოცეკვავე. 1965 წელს მან დააფუძნა მოცეკვავეთა კვარტეტი „დოლური“.…
ირმა დუნდუა – ქუთათელაძე
ირმა დუნდუა – ქუთათელაძე (1966-1991) – ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავე. საბურთალოს ზედა პანთეონი, წმ. გიორგის ეკლესიის ეზო.
მიხეილ კობეშავიძე
მიხეილ კობეშავიძე (1910-1997) – ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1930 წელს ჩამოაყალიბა ქორეოგრაფიული კოლექტივი ქუთაისის სარეწაო კოოპერაციის კლუბში და კონცერტებს მართავდა ახლადშექმნილ კოლმეურნეობებში. 1963 წელს გადაიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ძერჟინსკის…
მედეა ამირანაშვილი
მედეა ამირანაშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1928, თბილისი — გ. 2 დეკემბერი, 2023) – მომღერალი (ლირიული სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1965). სსრკ სახალხო არტისტი (1976). ღირსების ორდენის კავალერი (1997). 1954 წელს…
ევგენია გელოვანი
ევგენია გელოვანი (1926-2004) – მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი. სწავლობდა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელში 1936–1945 წლებში; 1945–1966წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი ბალერინა; დაკრძალულია მოსკოვში, ვოსტრიაკოვსკის სასაფლაოზე.
ნოე ავალიანი
ნოე ავალიანი (1922-2010) – ბალეტისა და კინოს მსახიობი. 1957 წელს დაამთავრა სახელმწიფო ხელოვნების აკადემია. 1940-1963 წლებში იყო მოსკოვის დიდი თეატრის მსახიობი. დაკრზალულია მოსკოვში, ვედენოს სასაფლაოზე.