კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სხვა საფლავები

  • Home
  • ლალი მაისურაძე

ლალი მაისურაძე

ლალი მაისურაძე (1956-1992) – პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პირადი მდივანი. დაიღუპა პრეზიდენტის დავალების შესრულების დროს. დაკრძალულია ონის რაიონის სოფელ წედისში. საფლავის ფოტო აღებულია ბატონი ბესარიონ გუგუშვილის გვერდიდან.

ნინო გეგეჭკორი-ბერია

ნინო გეგეჭკორი-ბერია (1905-1991) – ლავრენტი ბერიას მეუღლე. მუშაობდა ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში. დაკრძალულია თბილისში, ზღვის სასაფლაოზე. მასთან ერთად დაკრძალულია ლავრენტი ბერიას დედა და და.

ვიქტორია სირაძე

ვიქტორია სირაძე (დ. 27 მაისი, 1929, თბილისი — გ. 22 თებერვალი, 2024) ქიმიკოსი, ინჟინერი, პოლიტიკური ლიდერი, თანამდებობის პირი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IV–V და VII–XI მოწვევების დეპუტატი. სსრკ უმაღლესი საბჭოს…

დავით (უჩა) დადიანი

დავით (უჩა) დადიანი (1875-1932) – თავადი. დაკღძალულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფლავი აღმოაჩინა მკვლევარმა და ჟურნალისტმა მანუჩარ კაჭახიძემ.

რევაზ კომახიძე

რევაზ კომახიძე (1912-1968) – ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, აჭარის იუსტიციის მინისტრი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მოსკოვის საბჭოთა მშენებლობის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1939 წლის ოქტომბრიდან მუშაობს ქობულეთის რაიონის პროკურორად, აჭარის…

ალექსანდრე რუხაძე

ალექსანდრე რუხაძე (1910-1990) სსრკ-ს საავტომობილო მრეწველობის მინისტრის მოადგილე. 1937 წ. დაამთავრა ქ. გორკის ინდუსტრიული ინსტიტუტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. 1972 წ. გახდა სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია ორდენებით “წითელი ვარსკვლავის” (орден Красной…

იპოკრატე შევარდნაძე

იპოკრატე შევარდნაძე (1917-1978) – კომუნისტური პარტიის ლენინის რაიკომის მდივანი. დკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

ევგრაფი შევარდნაძე

ევგრაფი შევარდნაძე (1917-1984) – გურიის” ტრიუმფის სულისჩამდგმელი გახლდათ ევგრაფი შევარდნაძე _ ბავშვობიდან ინვალიდმა კაცმა თავისი ცხოვრება საყვარელ კლუბს მიუძღვნა. 1986 წელს, საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა – რაიონული გუნდი…

თენგიზ შავგულიძე

თენგიზ შავგულიძე (1923-1987) – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, პარტიზანი, იარაღის კონსტრუქტორი. რუსეთის ფედერაციის დამსახურებელი გამომგონებელი. დაასრულა მოსკოვის ელექტრომექანიკური ინსტიტუტი, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 1937 წელს, 1942 წელს ჩავარდა ტყვედ, მაგრამ ტყვეობას…

აჰმედ მელაშვილი

აჰმედ მელაშვილი-თურქეთის ქართველთა “ილია ჭავჭავაძე” აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) (დ. 1922 წელს — გ. 1980 წელს) ქართველი კულტურული მოღვაწე თურქეთში, რომლის მოღვაწეობა მიმართული იყო თურქეთის ქართველობაში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისაკენ.