კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მეცნიერები

  • Home
  • არნოლდ გეგეჭკორი

არნოლდ გეგეჭკორი

არნოლდ გეგეჭკორი (1940-2021) ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული უმაღლესი საატესტაციო კომისია, ბიოლოგიის სექცია, თავმჯდომარე, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი. 1963 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობდა სა­მეც­ნი­ე­რო-ფა­უ­ნის­ტურ ექ­სპე­დი­ცი­ებს…

აკაკი ჭანტურია

აკაკი ჭანტურია (დ. 1881 წელი — გ. 1941 წელი) – მეცნიერი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ზუგდიდის მუზეუმის დამაარსებელი. აკაკი ჭანტურიამ დაწყებითი განათლება ახალსენაკის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში მიიღო. შეეძლო, თბილისის სასულიერო სემინარიაში უგამოცდოდ…

გერმანე ფაცაცია

გერმანე ფაცაცია (1951-2013) – პოლიტიკოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1977წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1983წწ. ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-1990წწ. პოლიტოლოგიის ინსტიტუტის…

მოსე გოგიბერიძე

მოსე გოგიბერიძე (დ. 27 აგვისტო 1897, ქვენობანი — გ. 10 ოქტომბერი 1949, აქტიუბინსკი) – ფილოსოფოსი. 1918-1922 წლებში სწავლობდა ბერლინისა და მარბურგის უნივერსიტეტებში ფილოსოფიას, ბუნებისმეტყველებასა და პოლიტეკონომიას. 1922 წელს მარბურგში დაიცვა…

ფილიპე გოგიჩაიშვილი

ფილიპე გოგიჩაიშვილი (დ. 20 იანვარი, 1872, ლანჩხუთი — გ. 29 მარტი, 1950, თბილისი) – მწერალი, ეკონომისტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. 1880-87 წლებში სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, 1894 წელს დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია,…

საბა კლდიაშვილი

საბა კლდიაშვილი (1873-1905) – მეცნიერი, პუბლიცისტი, ქიმიკოსი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება 1899 წელს. რამდენჯერმე იყო მივლინებული ბერლინისა და გეტინგენის უნივერსიტეტებში; გააკეთა მრავალი, უმეტესწილად ძნელი ორგანული სინთეზი და…

შალვა ღლონტი

შალვა ღლონტი (დ. 15 ოქტომბერი, 1912, ლანჩხუთი — გ. 2 ნოემბერი, 1970, თბილისი) – მეცნიერ-რუსთველოლოგი, პროფესორი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა ყაზბეგის რაიონის სოფელ სიონის სკოლაში, მაჩხაანის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში,…

ალექსანდრე ღლონტი

ალექსანდრე ღლონტი (1912-1999) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1931-1933 წწ. მუშაობდა გაზეთ “კომუნისტის” კულტურული მშენებლობის განყოფილების გამგედ; 1933-1934 წწ. გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტის” რედკოლეგიის წევრად და განყოფილების გამგედ; 1934-1936 წწ. იყო…

გიორგი ყანჩაველი

გიორგი ყანჩაველი (1913-1982) – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მცენარეთა დაცვის ფაკულტეტი 1935 წელს. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ სამეცნიერო თანამდებობაზე. გამოიკვლია მალარიის გადამტანი კოღოების,…

ნიკოლოზ კანდელაკი

ნიკოლოზ კანდელაკი (დ. 9 ივლისი, 1907, სოფ. ბახვი,ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 25 მაისი, 1965, თბილისი) ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1929 წელს თბილისის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს ბათუმის საშუალო…